უძილობა, ღამის აპნოე

კითხვა: მაქვს ქრონიკული უძილობა და სუნთქვა მიჩერდება.მირჩიეთ,როგორ ვიმკურნალო
პასუხი:

მოგესალმებით, 

იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ შეკითხვაზე უკვე გიპასუხეთ, თქვენს მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე  გიპასუხებთ ანალოგიურად.  

მოგახსენებთ, რომ ძილს დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. ძილის დანიშნულებაა ორგანიზმის ენერგეტიკული რესურსების აღდგენა, რომელთა გარეშეც ნორმალური ცხოველქმედება შეუძლებელია.უძილობას მრავალი მიზეზი აქვს. ისინი საძიებელია როგორც გარემო ფაქტორებს, ასევე ორგანიზმის თავისებურებებს, ცხოვრების წესსა და სხვა იმ ფაქტორებს შორის, რომლებთაც ძალუძთ დაარღვიონ ჰუმორული რეგულაცია ან უშუალოდ ის სტრუქტურები დააზიანონ, რომლებსაც ძილის ორგანიზება აკისრია.

რაც შეეხება „სუნთქვის გაჩერებას“  სავარაუდოდ საქმე გვაქვს ღამის აპნოესთან, რომელიც  არის ზედა სასუნთქ გზებთან დაკავშირებული ძილის დარღვევა, როდესაც ადამიანი ძილის დროს წყვეტს სუნთქვას. აპნოედ მიიჩნევა სუნთქვის შეწყვეტის ისეთი პერიოდი, რომელიც 10 წამის ან მეტი დროის განმავლობაში გრძელდება.  ასეთი სინდრომი შესაძლოა განმეორდეს 10-15 ჯერ საათში, რიგ შემთხვევებში კი ყოველ წუთს. ძილისმიერ აპნოეს, როგორც წესი ახლავს ძლიერი ხვრინვა და ღრმა ჩასუნთქვების სერია.

თავად სუნთქვის შეჩერებები არ არის სასიკვდილოდ საშიში, რასაც ვერ ვიტყვით იმ პროცესებზე რასაც ის “რთავს”. ამ მდგომარეობის შედეგები, თუკი სუნთქვის გაჩერება გრძელდება 10 წამს, საკმაოდ სერიოზულია , რადგან იწვევს ჰიპოქსიას ანუ ჟანგბადის უკმარისობას.

პირველ რიგში სასურველია მიმართოთ ყელ–ყურ–ცხვირის ექიმს.

შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ოტო–რინო–ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც ინსტრუმენტულად დაათვალიერებს სასუნთქ სისტემას, გამორიცხავს ან დაადასტურებს სისტემის პათოლოგიებს და დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.

გასათვალისწინებელია ,რომ „ძილის აპნოე „ გარკვეულწილად ასოცირდება სიმსუქნესთან ,ჭარბ წონასთან ,შესაბამისად ,ასეთ შემთხვევაში ,საჭიროა წონის კორექციაზე ზრუნვა .

თუ თქვენს შემთხვევაშიც გვაქვს ეს პრობლემა , გირჩევთ , მობრძანდეთ კონსულტაციაზე ენდოკრინოლოგთან.

კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში,  შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფარისებრი ჯირკვლის  კვლევაზე ფასდაკლება, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31342/gamoikvliet-farisebri-jirkvali-ultratanamedrove-aparatit-mkholod-49-larad-

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა