მოგესალმებით!
მუხლის სახსრის ტკივილის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს: ინფექციური (რევმატიზმი, ინფექციური ართრიტები), გენეტიკური, იმუნოლოგიური (სისტემური დაავადებები) ფაქტორები, მეტაბოლური დარღვევები (პოდაგრა, ქონდროკალცინოზი, დიაბეტი), ტრავმა და მიკროტრავმა, ნეიროენდოკრინული დარღვევები, მიკროცირკულაციის მოშლა, თუმცა ყველაზე ხშირია ოსტეოართროზი, ასევე ცალი მუხლის ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს ტრავმულმა დაზიანებამ, გონართროზმა, პოდაგრამ, რეაქტიულმა ართრიტმა, რეიტერის დაავადებამ, ინფექციურმა (მაგალითად, სიფილისურმა ტუბერკულოზურმა) ართრიტმა და სხვა. თავდაპირველად უნდა დადგინდეს ტკივილის კავშირი ტრავმასთან, უხერხულ მოძრაობასთან - ასეთ დროს ხშირად ზიანდება მუხლის იოგოვანი აპარატი, მისი ხრტილოვანი ამორტიზატორი - მენისკი.
სავარაუდოდ საუბარი გაქვთ სინოვიტზე, რომელიც სახსრის სინოვიური გარსის ანთებაა, მასში ექსუდატის წარმოქმნით, ხშირად ზიანდება მუხლის სახსარი. წარმოიქმნება სახსრის ტრავმის, ასევე ართრიტის, ალერგიის, ჰემოფილიის დროს. ინფექციის მოხვედრისას ვითარდება ჩირქოვანი სინოვიტი.
განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ სინოვიტს. მწვავე სინოვიტის დროს აღინიშნება ტკივილი, ადგილობრივი ტემპერატურის მომატება, ექსუდაცია სახსარში. ქრონიკული სინოვიტი ხასიათდება არამკვეთრი ტკივილით, სახსარში პერიოდული ექსუდაციით, ხანგრძლივი მიმდინარეობის დროს ვითარდება მადეფორმირებელი ართროზი, თუმცა დიაგნოზის დაზუსტება ხდება სახსრის პუნქციით მიღებული სითხის გამოკვლევით.
სრული ინფორმაციისათვის უმჯობესია მობრძანდეთ ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციაზე. არის რიგი ფაქტორები , რაზეც ამომწურავი პასუხის გაცემა მხოლოდ სპეციალისტის პრეროგატივაა.
ტრავმატოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: მარცხენა მუხლში მიდგას წყალი გავიკეთე ვენების ოპერაცია ვარ უკეთესად მაგრამ მაწუხებს სიარულის დროს მარცხენა ფეხი ვის უნდა მივმართო მკურნალობოსთვის?
პასუხი: