ცხიმგროვა ( დამატებითი პასუხი )

კითხვა: მადლობა სწრაფი პასუხისთვის. მე მგონია ცხიმგროვაა, თორემ თავი აქვს თეთრი აი ჩირქი რომ იქნება ისეთია. არის ასეთი სახით ცხიმგროვა?
პასუხი:

თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე, როგორც დამატებით განგვიმარტავთ, ვვარაუდობთ, რომ საქმე შესაძლოა ეხებოდეს მკერდზე ჩირქოვან გამონაყარს, რომელიც საჭიროებს ლოკალურ დამუშავებას. პირველ ეტაპზე, გირჩევთ მიმართოთ დერმატოლოგს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, მობრძანდით ჩვენს კლინიკა "ახალ სიცოცხლეში" მამოლოგ თამილა როინიშვილთან კონსულტაციაზე, რომელიც ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში გადაგამისამართებთ შესაბამის სპეციალისტთან.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა