ცერებრული დამბლა

კითხვა: გამარჯობა.ჩემ შვილს აქვს ცერებრული დამბლა მსუბუქ ფორმებში ხელის და ფეხის პრობლემით თქვენთან თუ კეთდება ოპერაცია და თუ მოქმედებს რაიმე შეღავათები ან უფასო სოც.დაუცველებისთვის?
პასუხი:

მოგესალმებით!
ცერებრული დამბლა ვლინდება მოძრაობისა და პოზის დარღვევებში, რასაც საფუძვლად ტვინის გარკვეული უბნების დაზიანება უდევს. ხშირ შემთხვევაში თავის ტვინის უბნის დაზიანება განვითარების სხვა დარღვევებსაც იწვევდეს. მაგალითად, გონებრივ ჩამორჩენილობას, გულყრებს, მხედველობით და სმენით დარღვევებს და ქცევის პრობლემებს.
განასხვავებენ ცერებრული დამბლის რამდენიმე ძირითად ფორმას:
სპასტიური - დაჭიმული კუნთები. ყველაზე გავრცელებული ფორმა;
ატაქსიური - წონასწორობის სუსტი შეგრძნება. ხშირად იწვევს დავარდნას და შეჯახებას;
ათეტოიდური - ხელების, თავისა და თვალების მუდმივი მოძრაობები.
სხეულის არასწორი პოზები კი ხელს უშლის მოძრაობების შესრულებას და მოტორული ჩვევების ჩამოყალიბებას ბავშვებში. ბავშვთა ცერებრული დამბლის დროს ირღვევა არა მარტო ნებითი მოძრაობების შესრულება, არამედ შესუსტებულია შეგრძნებებიც, რის გამოც გართულებულია სხეულისა და მისი ნაწილების მოძრაობის შესახებ წარმოდგენების ჩამოყალიბებაც. ბავშვებში ხშირია ტაქტილური აღქმის დეფიციტიც - მათ უჭირთ ხელის მოსინჯვით საგნების და მათი თვისებების ცნობა.
ცერებრული დამბლის მქონე ბავშვებს ხშირად მხედველობით-სივრცითი წარმოდგენების და სხეულის სქემის განვითარების შეფერხება ახასიათებთ. მოტორული ფუნქციების დარღვევის გამო ბავშვი არ არის აქტიური, იგი დამოუკიდებლად ვერ ახერხებს ცოცვას, ხოხვას, საგნების ხელით მოსინჯვას. შესაბამისად ბავშვის სენსორული და მოტორული განვითარება ძლიერ ფერხდება.
ცერებრული დამბლის მქონე ბავშვს შეიძლება ჰქონდეს ემოციური სფეროს პრობლემებიც. ხშირია სხვადასხვა სახის შიშები, ემოციური არამდგრადობა, გუნება-განწყობის სწრაფი ცვლილებები. ამას ემატება საკუთარი უსუსურობის და გარიყულობის განცდა, რაც კიდევ უფრო ართულებს მათ ემოციურ მდგომარეობას.
ცერებრულ დამბლას ხშირად ახლავს თან ე.წ. კონტრაქტურები ანუ სახსრების ჩაკეტვა. თუ მათი მართვისთვის ვარჯიში საკმარისი არ არის, ორთოპედიული ოპერაციის საკითხი დგება.
დიახ, ჩვენთან ოპერაციებს კიდურების კონტრაქტურის ან ჰიპერტონუსის მოსახსნელად, აკეთებს პლასტიკური ქირურგი ირაკლი ფერაძე.
გვაქვს უფასო საკონსულტაციო დღეები ქირურგთან, ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა