მოგესალმებით! სახსრების ენდოპროთეზირება მკურნალობის მაღალტექნოლოგიური მეთოდია, რომელიც დაზიანებული სახსრის თანამედროვე მასალით (იმპლანტით) ჩანაცვლებას გულისხმობს. თუმცა სახსრის იოგოვანი აპარატი შენარჩუნებულია და შესაბამისად, ის სრულყოფილად ფუნქციობს. არსებითი სხვაობა ცემენტიან და უცემენტო პროტეზირებას შორის მდგომარეობს შემდეგში : ცემენტიანი ენდოპროტეზირებას მიმართავენ ძირითადად 70 % შემთხვევაში ასაკოვან პაციენტებში , როდესაც ძვლების პოროზულობის ხარისხი საკმაოდ მაღალია . ხოლო უცემენტო ენდოპროტეზირებას მიმართავენ ახალგაზრდა ასაკის პაციენტებში. ენდოპროტეზების ცემენტური ფიქსაციის სიმტკიცე 4- ჯერ აღემატება უცემენტო ფიქსაციის ენდოპროტეზების სიმტკიცეს. უცემენტო ფიქსაციისას,წლების შემდეგ,ზოგჯერ საჭირო ხდება განმეორებითი ფიქსაცია,თუმცა უცემენტო ფიქსაციისას ადგილი აქვს გაცილებით ნაკლებ ძვლის ქსოვილის დაშლას. ამიტომ ბოლო წლებში რეკომენდაციას უწევენ უცემენტო ენდოპროტეზირებას.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით გისურვებთ ჯანმრთელობას !