კითხვა: გამარჯობა. ვარ 19წლის 10თვის დაქორწილებული. ორსულობის პერიოდში ვირუსი მქონდა მაღალი სიცხეებით დაერთო გამონაყარი და ბატონები მეგონა აღმოჩნდა ენტერო ვირუსი. 2თვემდე ბავშვი მომშორდა. ვირუსმა დამიტოვა ყელში უსიამოვნო შეგრძნება ვიმკურნალე დიაგნოზზე მწვავე ტონზილიტიო თუმცა უსიამოვნო შეგრძნება ვერ მოვიშორე უკვე თვეებია. ძილის წინ განსაკუთრებით მაწუხებს თითქოს მცირე დონის ნახველი მაქვს. და ამ ყველაფერს ისიც ემატება რომ დაორსულებაც მიჭირს ჯერჯერობით ანალიზები არ გამიკეთებია თუმცა იქნებ რაიმე კავშირიც შეიძლება იყოს. დამახმარეთ და დამაკვალიანეთ
პასუხი:

მოგესალმებით,
ტონზილიტი - ეს არის ნუშურა ჯირკვლებზე პათოგენური მიკროორგანიზმების (ბაქტერიები, ვირუსები, სოკო) მოხვედრის გამო განვითარებული ანთებითი რეაქცია. შესაბამისად, შეიძლება იყოს ბაქტერიული, ვირუსული ან სოკოვანი ინფექცია ,ხოლო ყველაზე ხშირი გამომწვევია სტრეპტოკოკია (80-90%), უფრო იშვიათად სტაფილოკოკი ან პნევმოკოკი.
ზოგადად, რეპროდუქციულ (შვილოსნობის) ფუნქციაზე ნეგატიურად აისახება მწვავე და ქრონიკული ინფექციური პათოლოგიები, მათ შორის –ტონზილიტი.ასევე გასათვალისწინებელია ინფექციური მონონუკლეოზის შესაძლო არსებობა .
პირველ რიგში უნდა დადგინდეს გამომწვევი მიზეზი, ხოლო განმეორებითი დაორსულება რეკომენდებულია მინიმუმ 3 თვის შემდეგ.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და პირველ რიგში კონსულტაცია გაიაროთ ოტო–რინო–ლარინგოლოგთან .საჭიროების შემთხვევაში მოგცემენ რეკომენდაციას სხვა სპეციალისტთან ვიზიტზე .
ასევე სასურველია ვიზიტი განახორციელოთ გინეკოლოგთან.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ სრულ გინეკოლოგიურ კვლევებზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/26396/chaitaret-sruli-ginekologiuri--gamokvleva-191-laris-nacvlad-75-larad 

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:   https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/33 


სხვა დეტალების დასაზუსტებლად და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა