მწვავე პანკრეატიტი

კითხვა: მაქვს მწვავე პანკრიატიტი.უკვე 3 წელია რაც დამიდგინეს...მაინტერესებს განკურნება თუ შეიძლება და სიცოცხლისთვის რამდენად სახიფათოა.ანუ ამ დაავადებამ თუ შეიძლება ნაადრევი სიკვდილი გამოიწვიოს...მადლობთ.
პასუხი:

მოგესალმებით!
ქირურგიულ დაავადებებს შორის მწვავე პანკრეატიტი ანუ კუჭუკანა ჯირკვლის ანთება და პანკრეონეკროზი ერთ-ერთ ყველაზე ძნელად სამკურნალო და ცუდი პროგნოზის დაავადებად ითვლება, რაც მეტწილად პანკრეასის ჯირკვლის მდებარეობითაა განპირობებული. თუმცა ექიმთა დიდი ძალისხმევა და თანამედროვე მედიცინის მიღწევები პაციენტებს გამოჯანმრთელების მეტ იმედს აძლევს.
პანკრეასის ანთება სხვადასხვა მიზეზთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. ის, თავის მხრივ, იწვევს ჯირკვლისა და მიმდებარე სისხლძარღვების ანთებას, სისხლდენას, ინფექციას და ჯირკვლის კიდევ უფრო ღრმა დაზიანებას. ანთების დროს ორგანოში არსებული საჭმლის მომნელებელი ფერმენტები იწყებენ თავად ჯირკვლის "მონელებას". თუ ეს დიდხანს გაგრძელდა, ჯირკვალი
კარგავს ნორმალურ ფუნქციას. განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ პანკრეატიტს. დაავადების ორივე ფორმა საკმაოდ სერიოზულია, დროული მკურნალობა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.
მკურნალობა საწყის ეტაპზე კონსერვატიულია, ხოლო თუ კონსერვატიული მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა, ქირურგიული მკურნალობის საკითხი დგება.
ქირურგიული მკურნალობის დროს მოწმდება, რამდენადაა დაზიანებული კუჭუკანა ჯირკვალი, შემდეგ ხდება, შეძლებისდაგვარად ნეკროზულ ქსოვილთა მოცილება და ადეკვატური დრენირება.
აქედან გამომდინარე გირჩევთ მობრძანდეთ კლინიკაში, გაიაროთ ქირურგთან უფასო კონსულტაცია ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს და მიიღოთ ზუსტი პასუხი ყველა თქვენს შეკითხვაზე.
გაცნობებთ პაციენტების ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარ შემდეგ საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25 .
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა