მოგესალმებით,
მოგაწოდებთ ზოგად ინფრომაციას. ტკივილი კეფის მიდამოში საკმაოდ უსიამოვნო შეგრძნებაა, თავის ტკივილის უამრავ მიზეზს შორის არსებობს ისეთებიც, რომლებსაც კისრის იმ გამშლელი კუნთების დაჭიმულობა უწევს პროვოცირებას, რომლებიც სწორედ კეფის ქვეშ არის განლაგებული.შესაძლოა კეფის ტკივილი კისრის მიდამოდან მომდინარეობდეს.
კეფის ტკივილისძირითადი მიზეზებია:
● ხერხემლის კისრის მიდამოს დაავადებები (სპონდილიტი, ხერხემლის კისრის მიდამოს მალათაშუა ანატომიური წარმონაქმნების ქვეამოვარდნილობები, ტრავმის დროს დაჭიმვა, ოსტეოქონდროზი);
● კისრის სპონდილოზი;
● კისრის მიდამოს მიოგელოზი.
კიდურებზე სილურჯის გაჩენის, გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს სისხლძარღვთა დაზიანება ან ჰემატოლოგიური პრობლემა.
რაც შეეხება დაბუჟებას, მიზეზი შეიძლება იყოს ლიმფის დინების დარღვევა ან ვენური უკმარისობა,რომელსაც ასევე უნდა ახლდეს თან ქვედა კიდურების შეშუპება .
კიდურების დაბუჟება თვითონვეა ზოგიერთი დაავადების სიმპტომი, მაგრამ დამოუკიდებლად თითქმის არ გვხვდება - თავს იჩენს სხვა სიმპტომებთან ერთად, რომელთა კომპლექსის საფუძველზე დაისმის საბოლოო დიაგნოზი. პირველ რიგში , უნდა განისაზღვროს, რომელი სისტემის პათოლოგიისთვის არის დამახასიათებელი მოცემული სიმპტომოკომპლექსი.
პაციენტისაგან მიღებული მონაცემების საფუძველზე შესაძლოა დაიგეგმოს დამატებითი ტესტები:
● სისხლის საერთო ანალიზი, ელექტროლიტების განსაზღვრა, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონული კვლევა;
● სისხლის გამოკვლევა დიაბეტის გამოსარიცხად, ვიტამინების დეფიციტის დასადგენად, თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის დასადგენად, მეტაბოლური დარღვევების გამოსარიცხად. სისტემური დაავადების თაობაზე ეჭვის შემთხვევაში შესაძლოა დაინიშნოს იმუნური კვლევები:
● თავ-ზურგტვინის სითხის გამოკვლევა - შესაძლოა გამოვლინდეს განსაზღვრული სახის ანტისხეულები, რაც პერიფერიული ნეიროპათიის მიზეზის დადგენაში დაგვეხმარება;
● ელექტრომიოგრაფია - ტესტი, რომლითაც კუნთის ელექტრულ აქტივობას ადგენენ;
● ნერვში იმპულსის გატარება.
გარდა ამისა, შესაძლოა საჭირო გახდეს:
● ქვედა კიდურების დოპლეროგრაფია;
● კომპიუტერული ტომოგრაფია;
● ანგიოგრაფია;
● ხერხემლის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა;
თქვენს შემთხვევაში ,როგორც ჩანს ,გაძნელებული იქნება ექიმთან მისვლა და სათანადო კვლევების ჩატარება ,თუმცა ეცადეთ სულ ცოტა მაინც , ჩაიტაროთ სისხლის საერთო ანალიზი და დოპლეროგრაფია . თუ მოახერხებთ გაესინჯეთ ზოგადი პროფილის ექიმს ,ან თუ ამას ვერ შეძლებთ , გადმოგვიგზავნეთ მონაცემები და შეძლებისდაგვარად მოგცემთ სათანადო რჩევებს .
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა, უკვე რამდენიმე თვეა მაწუხებს ხელების და ფეხების დაბუჟება რასაც თან ახლავს თავბრუსხვევა, კეფის არეში ტკივილი გაორებული მხედვლობა, ჰაერის უკმარისობას, ბოლო ერთი თვეა რაც სილურჯე მიჩნდება ხელის და ფეხის კიდურებზე, იქნებ მირჩიოთ ვის მივმართო და რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული, ვცხოვრობ საზღვარგარეთ
პასუხი: