თითის დაბუჟება

კითხვა: მოგესალმებით,ვარ 45 წლის ოთხი თვეა მარჯვენა ფეხის დიდი თითი დამიბუჟდა და რისი ბრალია?
პასუხი:

მოგესალმებით,
თითის დაბუჟება ხშირად ნერვზე ხანმოკლე ზეწოლის შედეგია. განსაზღვრულ მდგომარეობაში ისინი ირგვლივ არსებული რბილი ქსოვილების ზეწოლას განიცდიან, რაც პარესთეზიას - ჩხვლეტის, ჭიანჭველების ცოცვის, სიცივის შეგრძნებას იწვევს.
მკურნალობის სქემა დაბუჟების მიზეზზეა დამოკიდებული, ამიტომ სწორი დიაგნოზი აუცილებელია. ექიმმა ზუსტად უნდა იცოდეს, რისი ბრალია დაბუჟება: გავა–წელის მიდამოს ოსტეოქონდროზის თუ ნერვზე ზეწოლის.
დისტანციურად დიაგნოზის დასმა ჩვენი მხრიდან შეუძლებელი და არაკორექტულია.
შემოგთავაზებთ, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციას, სადაც ექიმი უშუალო ვიზიტისას გაგსინჯავთ, შეფასდება თქვენი ზოგადი მდგომარეობა, დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს, ხოლო ამის შემდეგ შეგირჩევთ მკურნალობის შესაბამის მეთოდს.
ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანრმთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა