კითხვა: მარჯვენა ხელი ჩამყვა მანქანაში,დამიზიანდა ორი თითი შუა თითი მომაჭრეს.მაგრამ ჯერ არ შემხორცებია უკვე 12 დღეა, როგორ მოვიქცე ან ვის მივაკითხო.ან რა საფრთხის წინ ვდგავარ?
პასუხი:
მოგესალმებით!
თუ მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს მიჰყვებით, საფრთხე არ გემუქრებათ .
რაც შეეხება შეხორცებას, მისი პოსტოპერაციული პერიოდი ინდივიდუალურია. შეშუპება და ჩალურჯებები თანდათან ქრება ოპერაციიდან 7-14 დღის განმავლობაში, ხოლო კანქვეშა სიმკვრივე საბოლოოდ ქრება 5 თვიდან 1 წლის განმავლობაში.
პირველ ხანებში პაციენტმა უნდა შეასრულოს ყველა დროებითი, თუნდაც უმნიშვნელო შეზღუდვა და ქირურგის მიერ მიცემული ინდივიდუალური მითითებები.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ტრავმატოლოგის კონსულტაციაზე.
უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !