მოგესალმებით !
იშემიური ინსულტი ტვინის მკვებავი სისხლძარღვების თრომბით დახშობის, ან ათეროსკლეროზული ფოლაქით შევიწროების შედეგად ვითარდება, რასაც ტვინის ქსოვილის შესაბამის უბანზე სისხლის მიწოდების შეწყვეტა მოჰყვება. ვითარდება ამ უბნის ლოკალური იშემია. ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების მიწოდების შეწყვეტის გამო ტვინის უჯრედების ნაწილი იღუპება, ხოლო მის გარშემო არსებული უჯრედები განიცდიან “შიმშილს”. დროული ღონისძიებების ჩატარების შემთხვევაში ეს “მოშიმშილე უჯრედები” გადარჩებიან და განაგრძობენ ფუნქციონირებას.
ინსულტის მკურნალობა მოიცავს, სისხლძარღვების თერაპიას, იმ პრეპარატების გამოყენებას, რომლებიც უზრუნველყოფენ ტვინში მეტაბოლიზური პროცესების გაუმჯობესებას, ჟანგბადის თერაპიას, აღდგენით მკურნალობას, ან რეაბილიტაციას. მიჰყევით თქვენი მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს, ვიმედოვნებთ, კლინიკა, სადაც თქვენ იმყოფებით სარგებლობს თანამედროვე გაიდლაინებით ,ითვალისწინებს პროტოკოლით გათვალისწინებულ მკურნალობის მეთოდებს, რაც საშუალებას იძლევა პაციენტი დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ წესს და მაქსიმალურად ეფექტურად იქნეს გამოყენებული მკურნალობის შესაძლებლობები .
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: მოგესალმებით ! გთხოვთ მომწეროთ. წუხელ ბებიას განუვითარდა. იშემოური ინსულტი . დღეს ჩაიტარეს სისხლძარღვის ამოტუმბვა . წუხელ. მარცხენა მხარეს დაუკავდა ხელ ფეხი დღეს ამოძრავებდა მაგრამ უჭირს მეტყველება შესაძლებელია. მეტყველების აღდგენა ? ან რამდენ დღეშია გამეორების საშიშროება??მადლობა ყურადღებისთვის!
პასუხი: