თიაქარი

კითხვა: ჭიპის ზევით მაქვს თიაქარი,მაინტერესებს თუ შეიძლება მასაჟი ან ვარჯიში ტრენაჟორებზე,და ოპერაციის გარეშე თუ შეიძლება რომ განიკურნოს.მადლობთ
პასუხი:

მოგესალმებით!
თიაქარი ვითარდება მაშინ, როდესაც სხეულის შინაგანი ნაწილი დასუსტებული კუნთის კედლის საშუალებით მის ახლომდებარე ქსოვილში ჩადის. ძირითადად ადამიანის კუნთები საკმაოდ ძლიერია იმისთვის, რომ დააკავოს ორგანოები და ნაწლავები თავის ადგილზე, მაგრამ თუ სადმე არის სუსტი ადგილი შეიძლება განვითარდეს თიაქარი. ჭიპის თიაქრის დროს, ჭიპთან უმტკვინეულო ამონაზარდი ჩნდება. ეს ამონაზარდი შეიძლება გაიზარდოს სიცილის, ხველების, ტირილის და ჭინთვის დროს და შეიძლება შემცირდეს დაწოლის ან მოსვენების დროს.
დისტანციურად ზუსტი პასუხის გაცემა, არაპროფესიულია. ამიტომ, გირჩევთ მიმართოთ ზოგად ქირურგს, რომელიც ობიექტური შეფასების შემდეგ მოგცემთ სათანადო მითითებებს.
ასევე შეგვიძლია შემოგთავაზოთ ჩვენი კლინიკის აქცია, რომელიც გულისხმობს ზოგადი ქირურგის უფასო კონსულტაციას და აქცია მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს.
აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა