ხალიდან მელანომამდე

კითხვა: გამარჯობა ათი წელია მაქვს ამ პერიოდის განმავლობაში მქონდა უმნიშვნელო ქავილი და მკვეთრი მოძრაობის დროს დაჭიმულობა .ეს ბოლო ხანები თითქოს გამუქდა და ოდნავ მოიმატა ზომაში ფორმა მრგვალია ოდნავ ქერცლიანი 6 7 მმ ზომის .სანამ ექიმს ვაჩვენებ გთხოვთ მიპასუხოთ შეიძლება რომ.ეს ხალი უკვე მელანომად იყოს გადაგვარებული გარედან არ ქონდეს მნიშვნელოვანი ცვლილებები და სხეულში იყოს ჩაზრდილი? ძალიან ვნერვიულობ
პასუხი:

მოგესალმებით!
ხალები სხვადასხვა ზომის მოყავისფრო-მოშავო ლაქები ან კანიდან მეტ-ნაკლებად წამოწეული წარმონაქმნებია, რომლებიც თავის, ტანისა თუ კიდურების ნებისმიერ უბანზე შეიძლება გაჩნდეს. უმეტესად ბრტყელია, ზოგჯერ კი შესამჩნევად ამობურცული ან მეჭეჭისებური შესახედაობისაა. იშვიათად გვხვდება გიგანტური პიგმენტური დაზიანებები, განსაკუთრებით – ახალშობილებში (გიგანტური პიგმენტური ხალები). მნიშვნელოვანია, რომ ხალი არ არის სიმსივნე, ის კანის განვითარების მანკს წარმოადგენს.
რაც შეეხება ხალის მელანომად გადაგვარების მიზეზებს, აქ უნდა გვახსოვდეს გენეტიკური წინასწარგანწყობის მნიშვნელობა, როდესაც ავთვისებიან სიმსივნედ გადაგვარების პროცესში პირველხარისხოვანი როლი ენიჭება მექანიკურ ტრავმას და მზის რადიაციას (ულტრაიისფერ სხივებს), რომლებიც ისედაც საშიში რისკფაქტორებია.
მელანომა ერთ-ერთი ყველაზე ავთვისებიანია, ახასიათებს შედარებით სწრაფი პროგრესირება და ძალზე ცუდი პროგნოზი. მეტასტაზებს იძლევა სხეულის ნებისმიერ ადგილას – ლიმფურ კვანძებში, ღვიძლში, ფილტვებში, თავის ტვინში, ძვლებში.
ვიზუალურად მელანომა ადამიანის სხეულზე არსებული ხალის ფორმით გამოისახება. ხშირ შემთხვევაში არის მუქი ფერის, თუმცა არსებობს უფერო მელანომები.
ადამიანმა შეუიარაღებელი თვალით საეჭვო ცვლილებები რომ შეამჩნიოს, მელანომა ექვსი მილიმეტრი ზომის მაინც უნდა იყოს. თუ ხალს რამე უჩვეულო ცვლილებას შეამჩნევთ, ექიმს უნდა მიმართოთ. საყურადღებოა, თუ წარმონაქმნი ასიმეტრიულია, აქვს უსწორმასწორო კიდეები, სხვადასხვა ფერისაა, ზომით აღემატება ექვს მილიმეტრს და დროთა განმავლობაში იცვლება.
კანის კეთილთვისებიანი პიგმენტური წარმონაქმნების (ხალების) დიაგნოსტიკა განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენს. სპეციალისტისთვის შესაძლოა ვიზუალური დათვალიერებაც კი საკმარისი აღმოჩნდეს, მაგრამ არცთუ იშვიათად საჭირო ხდება სპეციალური უსისხლო და უმტკივნეულო გამოკვლევის – კუტანეოსკოპიის, ზოგჯერ კი – გამოკვლევათა კომპლექსის ჩატარება (ციტოლოგია, ზედაპირული ულტრასონოგრაფია). გირჩევთ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ონკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და გაგცემთ კორექტულ პასუხს დაავადების შესახებ. ვიზიტზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ტელ:577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა