კითხვა: გამარჯობა, დიდი ხანია მაწუხებს თეთრად შლა სიცივეში უფრო ხშირია გამონადენი რისი ბრალი შეიძლება იყოს და შესაძლოა თუ არა რაიმე კავშირი ჰქონდეს აკნესთან .
პასუხი:

მოგესალმებით,
საშოდან მცირე რაოდენობით გამჭვირვალე გამონადენის არსებობა, ჩვეული, ფიზიოლოგიური მოვლენაა და ეს ლორწო საშვილოსნოს ყელიდან ბუნებრივად წარმოიქმნება.
საშოდან ანომალური გამონადენის გამომწვევი მრავალი მიზეზი არსებობს, მაგრამ ჩვეულებრივ ეს ინფექციის ნიშანია. თუმცა აკნესთან მას კავშირი არ აქვს.
ხშირად ინფექცია ისეთი რამითაა გამოწვეული, რაც საშოში არსებული ბაქტერიის ან საფუარას ბუნებრივ ბალანსს არღვევს, მაგალითად საშოს შიგნიდან დაბანა, ან ინფექციის შეძენის მეორე გზა სექსუალური კავშირია.
ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზებია:
● რძიანა – სოკოვანი ინფექცია, რომელიც საშოზე მოქმედებს;
● ბაქტერიული ვაგინოზი - საშოს ბაქტერიული ინფექცია;
● გონორეა ან ქლამიდია - სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებია, რომლებიც ბაქტერიითაა გამოწვეული;
● გენიტალური ჰერპესი - სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა, რომელიც მარტივი ჰერპესის ვირუსითაა გამოწვეული.
არომატული საპნების, ქაფიანი აბაზანების და საშხაპე გელების ზედმეტმა გამოყენებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ანომალიური გამონადენი საშოდან. არ გამოიყენოთ დაბანისას რაიმე ძლიერ არომატული საშუალები. გამოიყენეთ რბილი საპონი და თბილი წყალი, რომ ფრთხილად დაიბანოთ გენიტალიების გარშემო ადგილები.
დისტანციურად ზუსტი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია. ამიტომ, შემოგთავაზებთ სრულ კომპლექსურ გინეკოლოგიურ კვლევებზე ფასდაკლებას, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/26396/chaitaret-sruli-ginekologiuri--gamokvleva-191-laris-nacvlad-75-larad

თუ გსურთ გაეცნოთ ჩვენს  პასუხებს გინეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  

https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/33 

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა