კითხვა: სოფლის ქათამს რომ ვასუფთავებდი ცოტა ნაწლავიდან ფეკალიების მასა მომხვდა ხელზე თხელი რეზინის ხელთათმანი მეკეთა მაგრამ ძვალი შემერჭო და გახვრიტა ხელთათმანი.ეგრევე დავიბანე საპნით.არის ტეტანუსზე საშიში?28წლის ვარ და ბავშვობაშიც აცრები ყვლა მაქ გაკეთებული
პასუხი:

მოგესალმებით,
საშიში არაფერია, მდგომარეობა არ საჭიროებს ტეტანუსის აცრას.
გართულებების თავიდან აცილების მიზნით, ყოველდღიურად დაითვალიერეთ ჩხვლეტის ადგილი, რათა კანის ინფექცია არ გამოგრჩეთ.
ყოველი შემთხვევისათვის დაიმუშავეთ სპირტით და წყალბადის ზეჟანგით.
ვიმედოვნებთ, რომ გართულებები არ განვითარდება.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა