მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას.
ზოგადად, C ჰეპატიტის გადადების სამი ძირითადი გზა არსებობს:
სისხლის გზა – გადასხმა; ნარკოტიკების ინექციური მოხმარება ინფიცირებულის შპრიცით, ან არასტერილური სამედიცინო ინტსრუმენტების გამოყენება ( მათ შორის სტომატოლოგიური, ტატუირება, პირსინგი, მანიკური/პედიკური).
სქესობრივი კონტაქტი – დაუცველი სქესობრივი კონტაქტი ინფიცირებულთან.
ვერტიკალური გადაცემა – მშობიარობის დროს.
ამის გარდა, დასნებოვანება ხდება მაშინაც, როცა ინფიცირებულის ბიოლოგიური სითხეები: სისხლი, სპერმა, დედის რძე მოხვდება ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში.
იქიდან გამომდინარე, რომ C ჰეპატიტის ვირუსით დაინფიცირებული ადამიანი გადამდებია დაავადების განკურნებამდე , პრევენციის მიზნით, სასურველია ჩაიტაროთ სკრინინგი ანტი-HCV ანტისხეულების სეროლოგიური ტესტით, რომელიც მოგვცემს საშუალებას, გამოვავლინოთ C ჰეპატიტი.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და ჩაიტაროთ აღნიშნული ლაბორატორიული კვლევა. ჩვენი კლინიკა აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის, ულტრათანამედროვე ტექნიკით და დაკომპლექტებულია პროფესიონალი კადრებით.
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/41
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !