ქუსლის ძვლის დეზი - ანგიოლოგია

კითხვა: გამარჯობა. მჭირდება თქვენი კონსულტაცია.მაქვს ტკივილი ორივე ფეხზე განსაუთრებით მარჯვენა ფეხზე. გავიკეთე რენტგენოლოგიური გამოკვლევა. დასკვნა კი ასეთია : ორივე ქუსლის ძვლის ბორცვის ზემო კიდეზე აღინიშნება მცირე ზომის ძვლოვანი წანაზარდი (“დეზი” , “შპორა) მარჯვენა დიდი წვივის ძვლის დიაფიზის დისტალურ ბოლოში ისახება ერთეული ,4მმ ზომის, კეროვანი, ოსტეოპოროზული უბანი, მეტაფიზში - ერთეული , 5 მმ ზომის , ოსტეოსკლეროზული უბანი; მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
სავარაუდოდ, უკვე გაეცანით ჩვენს ერთ–ერთ პასუხს ქუსლის ძვლის დეზთან დაკავშირებით.
აღნიშნული ჩივილებიდან გამომდინარე გირჩევთ, მობრძანდეთ კლინიკაში სისხლძარღვთა და პლასტიკური ქირურგიის სპეციალისტთან, ბატონ ირაკლი ფერაძესთან კონსულტაციაზე, რომელიც ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.
უფასო კონსულტაციის დღეა – ორშაბათი. აუცილებელია წინასწარ ჩაწერა საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაეწყვეტთ ვიზიტს, სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული კვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა