მოგესალმებით,
საკმაოდ ბევრი პაციენტი მოგვმართავს მსგავსი ჩივილებით, მოგახსენებთ ზოგადად.
ტერფი არის ძვლების, იოგების, მყესებისა და კუნთების კომპლექსური ერთიანობა, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ სხეულის მთელ წონას უძლებს. მიუხედავად ამისა, ტერფი ხშირად ზიანდება და მტკივნეულია სხვადასხვა ტიპის ტრავმის დროს. ტკივილი ხშირად გაურკვეველი წარმოშობისაა, თუმცა ცნობილია მისი ზოგიერთი მიზეზი. მაგალითად, ის შესაძლოა გამოიწვიოს რევმატულმა დაავადებამ, სტრუქტურულმა დეფორმაციამ, ქუსლების სტრუქტურების მუდმივი ხასიათის გადაძაბვამ, რაც იწვევს დატვირთვის დროს ტკივილს. ასეთ მდგომარეობას უწოდებენ ქუსლის ტკივილის სინდრომს, ის შეიძლება გამოიწვიოს ფეხსაცმელმა, რომელსაც აქვს ძალიან დაბალი ქუსლი.
შესაძლოა გამომწვევი მიზეზი იყოს "მამლის დეზი" - ეს გახლავთ ტერფის ძვლოვანი წანაზარდი, რომელსაც თან ახლავს სახსრის სინოვიალური ჩანთის ანთება (ბურსიტი), ძვლისსაზრდელას ანთება (პერიოსტიტი) და მყესის ანთება (ტენდინიტი), ხშირად ტერფის ძვლოვან წანაზარდს წინ უძღვის ზედმეტი დატვირთვის შედეგად მიღებული მყესების მიკროტრავმები და მასში განვითარებული დეგენერაციული ცვლილებები. ტერფის ძვლოვანი წანაზარდის განვითარების რისკჯგუფში შედიან ის ადამიანები, ვისაც ზედმეტი წონა აწუხებს, ასევე - ბრტყელტერფიანები, ფეხის მსხვილი სახსრებისა და ხერხემლის დაავადებების მქონენი.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ტრავმატოლოგთან უფასო კონულტაციაზე, ექიმი შეაფასებს მდგომარეობას , საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს, დასვამს დიაგნოზს და შეგირჩევთ შესაბამის მკურნალობას.
ტრავმატოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: რამდენიმე თვეა ტერფზე კოჭის ქვემოთ დამეწყო ტკივილი , სამსახურში მიწევს მთელი დღის განმავლობაში ფეხზე დგომა, ამ ტკივილს ვაბრალებდი გადაღლილობას , რამდენიმე დღე დავწექი , მეგონა რომ ფეხზე დგომის გამო მტკიოდა , ვისვამდი მალამოს და ვიკეთებდი ნემსებს , მაგრამ უშედეგოდ , რომელ ექიმს უნდა მივმართო და კიდევ რა შეიძლება გავაკეთო.
პასუხი: