მოგესალმებით,
თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე, სავარაუდოდ საქმე ეხება ბაქტერიულ ვაგინოზს, რომელიც არის ვაგინის ანთების ფორმა, რომლის დროსაც ვაგინის ნორმალურ ფლორაში არსებული ერთი ან რამოდენიმე ტიპის ბაქტერია ჭარბად მრავლდება.
ვაგინიტის გამწვავება ორსულობის დროს საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა.
მისი გამომწვევი აგენტის დასადგენად ტარდება საშოს ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა.
სასურველია ამ მიზნით, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს მეან–გინეკოლოგთან, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, ანამნეზის შეკრების შემდეგ, ექიმი დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებსა და მკურნალობას.
უფასო კონსულტაციის მისაღებად, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: ვარ დაახლოებით 1 თვის ორსული ცოტა მეუხერხულება ამის დაწერა მაგრამ დაწყო საშინელი წვა და ქავილი ინტიმურ ადგილას რამდენად საშიშია ეს და ვის მივმართო
პასუხი: