მოგესალმებით!
თავის ტრავმის დროს, მათ შორის მსუბუქი ტრავმის დროსაც ,შესაძლოა დაზიანდეს როგორც თავის ტვინი ,ასევე ყურის დაფის აპკი. ამ უკანასკნელის შედეგი შესაძლოა იყოს სმენის დაქვეითება. თავის ტვინის დაზიანების გარდა, სმენის დაქვეითება შეუძლია ბგერის აღმქმელი ან გამტარი გზების დაზიანებას.
შესაძლოა განვითარდა შიგნითა ყურის აკუსტიკური ტრავმა, რაც თავის მხრივ ხდება სმენის დაკარგვის, ყურებში ხმაურის მიზეზი.
ზუსტი დიაგნოსტირებისათვის აუცილებელია მიმართოთ ექიმს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოტო–რინო ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც როგორც ვიზუალურად, ისე ინსტუმენტულად დაათვალიერებს სასმენ არხს, საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ დამატებით კვლევებს, ამის შემდეგ კი დაგეგმავს მკურნალობის მეთოდს.
ასევე შესაძლებელია ვიზიტის დროს, მკურნალობაში ჩაერთოს ნევროლოგი.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშივრდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა. 1დღის წინ წავიქეცი და კედელს მიივარტყი თავი.მარცხენა ყურში სმენა აღარ მაქვს.მაინტერესებს ამ შემთხვევაში აღდგება სმენა? თუ რამე ზომებს უნდა მივმართო?ტვინის შერყევის ნიშნები არ მაქვს.
პასუხი: