მოგესალმებით,
არსებობს თავის ტკივილის გამომწვევი მრავალი მიზეზი. მათგან ძირითადია - თავის ტვინის და მისი გარსების დაავადებები , ასევე თავის ქალას გარეთ მდებარე კერები, ემოციური სფეროს დაზიანებები, შიდა ორგანოების დაავადებები, ქრონიკული და მწვავე ინტოქსიკაციები და ა.შ.
თავის ტკივილი, რომელიც გამოწვეულია სამწვერა ნერვის გარსების ტოტების მტკივნეულ რეცეპტორებზე ზემოქმედებით, რაც ასევე ხდება შიდა ქალას ჰიპერტენზიისას ლიქვორის ცირკულაციის დარღვევის შედეგად.
ჰიპერტენზიული დაავადების, შაკიკის და არტერიული ჰიპოტონიის დროს თავის ტკივილის მიზეზი არის სისხლის მიმოქცევის დარღვევა გარეთა და შიგნითა საძილე არტერიის აუზებში.
ასევე, ტკივილები ჩნდება ირიტისა და რეფრაქციის დარღვევის შემთხვევებში. რეფრაქციის დარღვევის შემთხვევაში სათვალის ზომის სწორი არჩევა აქრობს თავის ტკივილს.
თქვენს შემთხვევაში პასუხის გაცემა გამომწვევ მიზეზებზე, მიმოწერის რეჟიში შეუძლებელია.
დიაგნოსტიკური კვლევისათვის უმჯობესია, ჩაიტაროთ თავის ტვინის მაგისტრალურ სისხლძარღვების დოპლერი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სისხლძარღვების გამტარობის დათვალიერება, სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანების გამოვლენა, სტენოზის არსებობის შემთხვევაში სტენოზის ხარისხის შეფასება და სხვა.
შეგვიძლია, კლინიკის აქციის ფარგლებში შემოგთავაზოთ, აღნიშნულ კვლევას + ნევროლოგის კონსულტაციაზე უპრეცედენტო ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31356/tavis-tvinis-magistraluri-siskhldzarghvebis-gamokvleva-da-nevrologis-konsultacia-50-larad--
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !