მოგესალმებით!
თიაქარი – ეს არის მუცლის ღრუს რომელიმე ორგანოს კანქვეშ გამოსვლა ბუნებრივი ან შეძენილი ხვრელიდან. ანატომიური ლოკალიზაციის მიხედვით ის შეიძლება იყოს საზარდულის, ბარძაყის, თეთრი ხაზის, ჭიპის და პოსტოპერაციული.
ამ დროს პაციენტმა თავი უნდა აარიდოს მძიმე ფიზიკურ შრომას, სიმძიმეების აწევას და ყველა იმ ფაქტორს, რომელიც მუცელშიდა წნევას ზრდის (ხველას, შეკრულობას და სხვა), მოიწესრიგოს ნაწლავების მოქმედება.
საჭიროა თუ არა თქვენს შემთხვევაში ოპერაციული მკურნალობა, შეუძლებელია დისტანციურად გიპასუხოთ, ეს სპეციალისტის პრეროგატივაა.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, გაიროთ ქირურგთან უფასო კონსულტაცია აქციის ფარგლებში ყოველ ხუთშაბათს და შაბათს , რომელიც შეაფასებს ობიექტურად თქვენს მდგომარეობას , ჩაგიტარებთ საჭიროების შემთხვევაში კვლევებს ( გასტროსკოპიას ან რენტგენოლოგიურ კვლევას ) ამის შემდგომ შესაძლებელია გაგცეთ ამომწურავი პასუხი მკურნალობის მეთოდზე.
პაციენტების ჩაწერა კონსულტაციაზე მიმდინარეობს წინასწარ შემდეგ საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25 .
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა მაქვს მუცლის თიაქარი დაახლოებით გარგარის ზომის ზოგჯერ მტკივა და მებერება მაინტერესებს აუცილებელია თუ არა ოპერაცია და თუ არაა ვაპირებ შვილის გაჩენას და ეს რამე პრობლემას ხო არ გამოიწვევს დიდი მადლობა.
პასუხი: