თავის ტკივილი, ეროზიული გასტრიტი

კითხვა: მაქვს თავის ტკივილი არც თუ ისე ხშირად მაგრამ თავში თითქოს შებოჭილობას ვგრძნობ თითქოს ხელს გიჭერენ თავზეო ნერვული აშლილობა გულმავიწყობა მახსოვრობის დაკარგვა რისი ბრალი იქნება და რა შეიძლება გავაკეთო ვის მივმართო თუ შეიძლება დამაკვალიანეთ ნევროლოგს ნევროპათოლოგს თუ ვის ან თუ შეგიძლიათ მირჩიოთ ასეთ დროს რა წამალი მივიღო, თან მააქვს ქრონიკული ეროზიული გასტრიტი .
პასუხი:

მოგესალმებით, 

თავის ტკივილი თანამედროვეობის ძალიან გავრცელებული პრობლემაა, თავის ტკივილის უამრავი სახეობა არსებობს: ტკივილი თავის ცალ ან ორივე მხარეს, იზოლირებული და გავრცობილი, მწვავე, მოპულსირე და ყრუ, თანდათანობით განვითარებული და უეცარი, მალე (ერთ საათზე ნაკლებ ხანში) გადავლილი და რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე.

ამ ტიპის თავის ტკივილი ხშირად წარმოიშობა ემოციური დაძაბულობის (შფოთვის, სტრესის, დეპრესიის)

შესაძლებელია გამომწვევი იყოს შაკიკიც, შაკიკს შეტევითი, ძლიერი, მოპულსირე ან მფეთქავი თავის ტკივილი ახასიათებს, რომელიც რამდენიმე საათიდან ორ-სამ დღემდე გრძელდება.

მეხსიერების დაქვეითების დიაგნოსტირებისას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება დაქვეითების ტემპს, თანმხლებ პათოლოგიებს, სიტუაციას, რომელშიც მოხდა მეხსიერების დაქვეითება და ა.შ. თუკი პათოლოგიური პროცესი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ჩამოყალიბდა, მდგომარეობა საყურადღებოა.

კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ უფასო კონსულტაცია ნევროლოგთან, რომელიც ტარდება ყოველ პარასკევს.

თუ საჭირო იქნება მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია, აქციის ფარგლებში შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფასდაკლება, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

https://kirurgia.ge/article/15963/uprecedento-aqcia-tavis-tvinis-kvleva--magnitur-rezonansul-tomografze

რაც შეეხება ქრონიკულ ეროზიულ გასტრიტს, ეს არის დაავადება, რომელსაც ახასიათებს კუჭის ლორწოვანი გარსის დაზიანება შემდგომი ეროზიის განვითარებით.

თქვენს შემთხვევაში, საქმე გვაქვს ლორწოვანი გარსის ღრმა დაზიანებასთან.

ამ შემთხვევაში, შემოგთავაზებთ გასტროენტეროლოგის კონსულტაციას,  უშუალო ვიზიტისას ექიმი  შეკრებს ანამნეზს, ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს და ამის შემდეგ  დაგეგმავს მკურნალობის შესაბამის და თქვენზე მორგებულ მეთოდს.

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით, საკონტაქტო  ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა