მოგესალმებით,
თქვენთვის დანიშნულ მედიკამენტებს თუ გავითვალისწინებთ, სავარაუდოდ საქმე ეხება თავის ტვინის სისხლძარღვების პათოლოგიას, რომელიც შეიძლება განპირობებული იყოს სტენოზირების (შევიწროების) პროცესებით როგორც უშუალოდ ინტრაცერებრულ (ტვინშიდა) , ასევე ტვინისკენ სისხლის მიმწოდებელ მაგისტრალურ სისხლძარღვებში.
საძილე არტერიების სტენოზირება კი, თავის მხრივ, იწვევს ტვინის სისხლით მომარაგების შეფერხებას,რასაც შეიძლება ახლდეს თქვენს მიერ აღწერილი სიმპტომები .
იმავდროულად თქვენი სიმპტომები ძალიან გავს ე.წ. ვერტებრო–ბაზილარული არტერიის სინდრომს ,ანუ ხერხემლის არტერიის შევიწროვების გამო წარმოშობილ მოვლენებს .უმეტეს შემთხვევაში არტერიის შევიწროვების მიზეზი კისრის მალების ოსტეოქონდროზია . ეს უკანასკნელი ნევროლოგიურ პრაქტიკაში ყველაზე ხშირად ხდება თავბრუსხვევის მიზეზი .
თავბრუსხვევის მექანიზმში წამყვანი მნიშვნელობა აქვს თავის ტვინის უკანა ნაწილის (ნათხემის, ტვინის ღეროს, ტვინის კეფის ნაწილის მხედველობის ზონა) იშემიას (ნორმალური სისხლის მიმოქცევის დაქვეითება) .რასაც შესაძლოა თანდართული ჰქონდეს ხერხემლის არტერიების სანათურის ბუნებრივი , ასაკობრივი შევიწროება ათეროსკლეროზული პროცესებით
მიჰყევით მკურნალი ექიმის რეკომენდაციას, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც შემოგთავაზებთ, თავის ტვინისა და მაგისტრალური სისხლძარღვების დოპლერს, ყველაზე დაბალ ფასად. ვრცლად იხილეთ ბმულზე:
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !