თავბრუსხვევა

კითხვა: გამარჯობა.მაწუხებს თავბრუსხვევა და ღებინების შეგრძნება.ასევე ძილიანობა და ქრონიკული დაღლილობა დღის გარკვეულ.მონაკვეთში.გადავიღე ტომოგრაფია და არაფერი აღმომაჩნდა .რისი მიზეზი შეიძლება იყოს
პასუხი:

მოგესალმებით!
თავბრუსხვევა ზოგადი ტერმინია, რომელსაც ბევრი სიმპტომის გამოვლენის დროს იყენებენ, როგორიცაა გულის წასვლის შეგრძნება, წონასწორობის კარგვა, სისუსტე და ა.შ.
თავბრუსხვევამ შესაძლოა ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელი ხშირად შეგიშალოთ, მდგომარეობა,როგორც წესი, არ მიუთითებს რაიმე მძიმე, სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებაზე.
თავბრუსხვევის მკურნალობა დამოკიდებულია მიზეზსა და სიმპტომებზე.
თავბრუსხვევის კონკრეტული აღქმის ფორმები, მაგ: ვერტიგოს შეგრძნება, გულის წასვლის შეგრძნება, წონასწორობის დაკარგვის შეგრძნება შეიძლება იყვნენ გასაღები გამომწვევი მიზეზის დასადგენად. კონკრეტული გამომწვევები, როგორიცაა ზოგიერთი აქტივობა ან პოზიცია, შეიძლება იყოს მიმანიშნებელი თავბრუსხვევის მიზეზზე.
თავბრუსხვევის ეპიზოდების ხანგრძლივობა და რაიმე დამატებითი სიმპტომები აგრეთვე ეხმარება ექიმ-სპეციალისტს ზუსტი დიაგნოზის დასმაში, რასაც დისტანციურად რა თქმა უნდა ვერ ვუპასუხებთ.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ პარასკევს, თან იქონიეთ ჩატარებული კვლევების პასუხები, უშუალო ვიზიტისას შეიკრიბება ანამნეზი და ჩვენი მაღალკვალიფიციური ექიმები დაგეხმარებიან ზუსტი დიაგნოზის დასმასა და მკურნალობის დაგეგმვაში.
გაცნობებთ, რომ აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა