თავბრუსხვევა

კითხვა: მაქვს თავბრუსხვევები როგორ მოვიქცე რა შეიძლება მიზეზი იყოს? ვარ 40 წლის
პასუხი:

გამარჯობა! თავბრუსხვევა შესაძლოა გამოხატული იყოს როგორც ხანმოკლე, წამიერი მოვლენა, ასევე ბალანსის დარღვევით მიმდინარე მძიმე დაავადება, რომელიც ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებასთან შეუთავსებელია. ზრდასრული მოსახლეობის თითქმის ნახევარს სიცოცხლის განმავლობაში აქვს თავბრუსხვევის ერთი ეპიზოდი მაინც, რომლის გამოც ექიმთან მიდის. თავბრუსხვევა ძირითადად მოიცავს სამ კონკრეტულ შეგრძნებას:
გონების დაკარგვა– თავბრუსხვევის ეს ტიპი გამოიხატება სიმსუბუქის შეგრძნებით, როგორც „გულის წასვლის“ წინ.
ბალანსის დაკარგვა–ბალანსის დაკარგვის დროს ადამიანს აქვს შეგრძნება, რომ მყარად ვერ დგას, როგორც წაქცევისას.
ვერტიგო–ვერტიგო ეწოდება მდგომარეობას, როცა ადამიანს ჰგონია, რომ სამყარო მის გარშემო ტრიალებს ან თავად ტრიალებს სამყაროს გარშემო.
თავბრუსხვევის სიმპტომის დეტალური და ზუსტი აღწერა ექიმს უადვილებს მიზეზის დადგენასა და მკურნალობას.
თავბრუსხვევას მრავალი გამომწვევი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ამ სიმპტომის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე თავბრუსხვევის გამომწვევი მიზეზებია:
შიდა ყურის პრობლემები, სისხლის მიწოდების შეზღუდვა, გარკვეული მედიკამენტები.
თავბრუსხვევის სხვა მიზეზები:ანემია, ტვინის შერყევა, ზოგადი შფოთვა, ჰიპოგლიკემია,შაკიკი, პანიკური შეტევა.თავბრუსხვევა ხშირად დროებითია და თავად გაივლის. რამდენიმე მარტივი რჩევა შესაძლოა დაგეხმაროთ თავბრუსხვევის დროს:
იმოძრავეთ ნელა, განსაკუთრებით მწოლიარე მდგომარეობიდან ადგომისას. მრავალ ადამიანს აქვს თავბრუსხვევის შეგრძნება როცა სწრაფად დგება. მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე. კარგი ჰიდრატაცია თავიდან აგარიდებთ თავბრუსხვევის რამდენიმე გამომწვევ მიზეზს. თავი შეიკავეთ კოფეინისა და თამბაქოს მოხმარებისაგან. ეს ნივთიერებები სისხლძარღვებს ავიწროვებენ და ამით აუარესებენ სიმპტომს.ასევე აუცილებლად დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან.ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი ,სადაც აუცილებელია წინასწარი ჩაწერა 577 119 119 ან 2 02 25 25.გმადლობთ ,რომ დაინტერესდით კლინიკით ,გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა