სწორი კვება

კითხვა: სამსახურში ძირითადად მიწევს ერთ ადგილზე ჯდომა,ამან გამოიწვია ის რომ ვერც სწორად კვებას ვახერხებ და კუჭნაწლავის მოქმედება საკმაოდ გამირთულდა. თუ შესაძლებელია რაიმე პრეპარატის მიღება რაც აღნიშნულ პრობლემას მომიგვარებს.
პასუხი:

მოგესალმებით, 

გასაგებია თქვენი მდგომარეობა, თუმცა მიმოწერის რეჟიმში  პრეპარატებზე მითითებას ვერ მოგცემთ.

რეკომენდაციის სახით, შეგვიძლია გირჩიოთ, გადახედეთ თქვენი კვების რეჟიმს – რითი იკვებებით.

გამორიცხეთ  კვების რაციონიდან ცომეული, ტკბილეული, კარტოფილი, პური, ცხიმები, მიირთვით რძის პროდუქტები (ნაკლებ ცხიმიანი ხაჭო, ყველი, მაწონი), უცხიმო ხორცი და თევზი (მოხარშული სახით) , მიირთვით დიდი რაოდენობით ბოსტნეული და ხილი.

ეცადეთ დღის განმავლობაში მიიღოთ 1,5 ლიტრი წყალი.

საკვები მიირთვით რამოდენიმე ჯერზე მცირე ულუფებით.

რაც შეეხება კუჭ–ნაწლავის ფუნქციის გაუარესებას ,აქაც კვების რეჟიმის მოწესრიგება იქონიებს გადამწყვეტ მნიშვნელობას,თუმცა ასევე მნიშვნელოვანია აქტიური ცხვორების წესზე გადასვლა .საჭიროა გამონახოთ დრო და სამსახურის შემდეგ დაკავდეთ მსუბუქი ვარჯიშებით ან ცურვით .ეს დაგეხმარებათ ზედმეტი წონის და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების მოგვარებაში .

შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც შეკრებს ანამნეზს, დაგინიშნავთ საჭირო კვლევებს და შემდგომ დაგეგმავს მკურნალობის შესაბამის მეთოდს.

საჭიროების შემთხვევაში , მიმდინარე აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ სრულ გასტროსკოპიურ კვლევას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31412/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--

დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე   577 119 119 ან  2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა