მოგესალმებით,
საშვილოსნოს მიომა გინეკოლოგიაში ყველაზე გავრცელებული კეთილთვისებიანი ჰორმონდამოკიდებული სიმსივნეა.
საშვილოსნოს მიომა კლინიკურად ვლინდება 35 წელზე მეტი წლოვანების რეპროდუქციული ასაკის ქალების 25-30%, პრეკლიმაქსური ასაკის ქალების 30-35%. დაავადება იწყება საშვილოსნოს კედელში მცირე ზომის მიომის კვანძების წარმოქმნით, რომლებიც დაავადების განვითარების შემდგომ პროცესში იზრდება არაპროგნოზირებადი მიმართულებით.
სუბსეროზული – ნიშნავს ლოკაციას, ანუ მიომა გაქვთ საშვილოსნოს ტანის ზედაპირზე.
იქონიებს თუ არა აღნიშნული, შვილოსნობაზე გავლენას, ამის დიაგნოსტირება დისტანციურად შეუძლებელი და ჩვენი მხირდან არაეთიკურია.
დიაგნოზი შეიძლება დაისვას, ბიმანუალური გასინჯვის მონაცემების მიხედვით. ექიმი აფასებს საშვილოსნოს მიომის ზომას, ფორმას, მობილურობას, კონსისტენციას,თანხლებ პათოლოგიურ ცვლილებებს დ ა.შ.
დაავადების ადეკვატური მართვის/მკურნალობის შესარჩევად გამოიყენება დამატებითი კლინიკური და პარაკლინიკური კვლევები.
გირჩევთ, მიმართოთ მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: დამიდგინეს სუბსეროზული მიომა საშვილოსნოს უკანა კედლის. რამდენად საშიშია ეს უშვილობასთან, საოპერაციო მითხრეს, და იქნებ დამაკვალიანოთ სად შემიძლია მეტი ნდობით ამ ოპერაციის გაკეთება.და რა თანხასთან არის დაკავშირებული? მადლობთ ყურადღებისთვის.
პასუხი: