სუბფებრილური ტემპერატურა

კითხვა: ოთხი თვეა სიცხე მაქ დღისით , ღამით არა 37,0--37,5 ანალიზი ავიღე სისხლის საერთო ოთხ სხვადასხვა ადგილას ყველგამ კარგი ანალიზი მაქ ყველაფერი ნორმაში. არაფერი მაწუხებს. რა ვქნა არვიცი ვის მივმართო ექიმები მეუბნებიან თერმომეტრი გადააგდეო ყურადღებას ნუ მიაქცევო და გაგივლისო. არადა უკვე ოთხი თვეა ისევ ისე ვარ. რას მირჩევთ?
პასუხი:

მოგესალმებით,თერმორეგულაცია ადამიანის სხეულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა, ის იყოფა ქიმიურ და ფიზიკურ სახეებად. პირველი ფუნქციები გამოხატულია მეტაბოლური პროცესების ინტენსივობის გაზრდით ან შემცირებით. ფართოდ გავრცელებული მოსაზრება, რომ ნორმალური ადამიანის სხეულის ტემპერატურა 36.6 გრადუსია, არ არის სწორი. თითოეული ორგანიზმი ინდივიდუალურია. 37-38° გრადუსის ფარგლებში მერყევი ან, როგორც მედიკოსები ვამბობთ, სუბფებრილური ტემპერატურა შესაძლოა იყოს როგორც მძიმე, ასევე მსუბუქი დაავადების სიმპტომი. პირობითად, სუბფებრილიტეტის გამომწვევი დაავადებები შეიძლება ორ ჯგუფად - ინფექციურ და არაინფექციურ პათოლოგიებად დავყოთ.
ინფექციათაგან უნდა ვახსენოთ ტუბერკულოზი; ასევე მნიშვნელოვანია ორგანიზმში არსებული ანთების ქრონიკული კერები - კბილის გრანულომა, წიაღების ანთება, ნუშურა ჯირკვლების ანთება. უნდა გამოირიცხოს უროლოგიური პრობლემა თუ ამ მხრივ ყველაფერი წესრიგში იქნა მაშინ შეიძლება სიცხე ნევროზული ხასიათის იყოს.
გირჩევთ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, თერაპევტთან კონსულტაციის მიზნით.
საჭიროა ობიექტური გასინჯვისა და ანამნეზური მონაცემების შეჯერება, თან იქონიეთ ჩატარებული კვლევის პასუხები.
ამის შემდეგ შესაძლოა საჭირო გახდეს სტომატოლოგის კონსულტაცია.
ჩვენი საკონტაქტო ნომერია 577 119 119 და 2 02 25 25. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა