მოგესალმებით,
ჰიპერსალივაციის (ჭარბი ნერწყვის გამოყოფა) მიზეზი ხშირად ესა თუ ის დაავადებაა, ამ გზით ორგანიზმი ჩვენთვის სიგნალის გამოგზავნას ცდილობს. მისი გამომწვევი მიზეზებია:
● სურდო;
● პირის ღრუს ინფექცია;
● კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადება;
● ნერვული სისტემის დაავადებები;
● ენდოკრინული სისტემის დაავადებები;
● ჭიებით ინვაზია;
● ნიკოტინით ინტოქსიკაცია და ა.შ.
თუ რამ გამოიწვია თქვენს შემთხვევაში ჰიპერსალივაცია, დისტანციურად გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირება შეუძლებელია.
დისტანციურად პრეპარატებზე მითითებას ვერ მოგცემთ და გირჩევთ, თქვენც თავი აარიდოთ თვითმკურნალობას, რათა არ გამოიწვიოთ მდგომარეობის გაუარესება.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში, ყბა-სახის ქირურგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათს.
კონსულტაციაზე აუცილებელია ჩაეწეროთ წინასწარ, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: მაქვს მოჭარბებული ნერწყვი,რისი ბრალია და რით შეიძლება მისი მკურნალობა? ასევე ყელიდან, ნახველის გამოდენაც, და ნერწყვისაც,რით შეიძლება მკურნალობა,რომელი პრეპარატების მიღება შეიძლება?
პასუხი: