კითხვა: გამარჯობა, შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზის გაკეთება მინდა,მაინტერესებს ამ ანალიზის დროს,როგორ ხდება შარდის აღება,როგორც ვიცი,შარდის საერთო ანალიზის დროს,საჭიროა დილის,შუა შარდის აღება, მაინტერესებს ბაქტერიოლოგიური ანალიზის დროსაც ასე ხდება შარდის აღება,თუ არის კიდევ რამე,რაც უნდა გავითვალისწინო ამ დროს?
პასუხი:
მოგესალმებით! შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზის აღება ხდება იგივე ნორმების დაცვით , როგორც შარდის საერთო ანალიზის დროს . დილით იცავთ პირადი ჰიგიენის წესებს და იღებთ შარდის შუალედურ პორციას. დასაბანად უმჯობესია გამოიყენოთ ბაქტერიოციდული თხევადი საპნები (ინტიმური ზონებისთვის განკუთვნილი) . ანალიზისთვის ნიმუშის ჩაბარება უნდა მოხდეს დღის 16:00 სთ-მდე .
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას !