სქოლიოზი,სპონდილოზი

კითხვა: ჩემი დიაგნოზია; სპონდოლიზი, წელის მიდამოს სკოლიოზი, 1,4 დისკოს ფორამინალური პროფალისი მარცხნივ. მიჭIირს სიარული, სიარულის დროს მააქვს მარცხენა ფეხის ტკივილი . რას მირჩევდით თქვენ, ვის მივმართო უკვე აღარ ვიცი
პასუხი:


მოგესალმებით, შეიძლება ითქვას, რომ სქოლიოზი (ხერხემლის გამრუდება ფრონტალურ სიბრტყეში) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა მოზარდებს შორის.სამწუხაროდ ხშირად სქოლიოზი შეუმჩნევლად მიმდინარეობს და მისი გამოვლინება გვიან ხდება. როდესაც ხერხემალი გადაიხრება ვერტიკალური ღერძიდან, ირღვევა თანაბარი დატვირთვა და სახსრები ერთი მხრიდან გაცილებით მეტად იტვირთება, ვიდრე მეორე მხრიდან. მალთაშორის დისკზე დატვირთვა ხდება არა ვერტიკალურად, არამედ გარკვეული კუთხით რაც შემდგომში იწვევს მათ დაზიანებას.
ხერხემლის გამრუდების შედეგად ზურგის კუნთების დაჭიმულობა არათანაბარია. ერთ მხარეს ისინი გაწელილია, მეორე მხარეს კი დაჭიმული (სპასტიკური). ხერხემლის დატვირთვის დროს ძირითადი დაძაბვა მოდის დაჭიმულ კუნთებზე. დროთა განმავლობაში კუნთების შეკუმშვა იზრდება, რაც იწვევს თავად გამრუდების მომატებას.
სქოლიოზის მკურნალობის ეფექტურობა მის დროულ გამოვლენაზე არის დამოკიდებული.დაავადების დროული გამოვლენისა და მკურნალობის შემთხვევაში შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ მრავალი გართულება, რომელიც მოჰყვება სქოლიოზს. რაც უფრო იზრდება გამრუდების კუთხე მით მეტია დისკომფორტის შეგრძნება და შესაძლო გართულებებიც.
სპონდილოზი ხერხემალში მიმდინარე დისტროფიული პროცესია, რომელიც, ხერხემლის ოსტეოქონდროზისაგან განსხვავებით, იწყება ფიბროზული რგოლის გარე ნაწილებიდან და რენტგენოგრამებზე ვლინდება კიდეებზე ძვლოვანი წანაზარდებით (ოსტეოფიტებით). ეს წანაზარდები გარს აკრავს მალთაშუა დისკს. მალთაშუა დისკის სიდიდე სპონდილოზის დროს არ იცვლება. მალების სხეულების კონტურები ხერხემლის სპონდილოზის დროს უცვლელია. სპონდილოზი ძირითადად ლოკალიზდება ხერხემლის სვეტის გულმკერდის ნაწილში. შედარებით იშვიათად სპონდილოზი შეიძლება დაფიქსირდეს ხერხემლის სვეტის წელისა და კისრის ნაწილებში.
სწორედ ამ პრობლემათა კომბინაცია იწვევს ტკივილს , რომელიც თქვენ აღწერეთ. ამ შემთხვევაში , გირჩევთ , კონსულტაცია გაიაროთ ნეიროქირურგთან , რომელიც შეაფასებს სრულად თქვენს მდგომარეობას და განსაზღვრავს მკურნალობის შემდგომ მეთოდს .ჩვენს კლინიკაში მიმდინარეობს უფასო კონსულტაციის დღე ნეიროქირურგთან , ყოველ პარასკევს. აუცილებელია წინასწარი ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.გმადლობთ ,რომ გვენდობით ,გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა