მოგესალმებით,
ატრეზიის წარმოქმნა დაკავშირებულია ნაწლავის მილის სანათურის ფორმირების დეფექტებთან და ნაწლავის ცალკეული ნაწილების სისხლმომარაგების დარღვევებთან.
როგორც მოგვითხრობთ, ბავშვს უკვე ჩაუტარდა ქირურგიული მკურნალობა.
გარკვეული დროის განმავლობაში ნაწლავი განიცდის ადაპტაციას და ხდება უფრო ეფექტური საკვები ნივთიერებების შეწოვის კუთხით, ადაპტაციის ხარისხი კი განსაზღვრავს ნაწლავის ნორმალური ფუნქციობის აღდგენას.
იმედს გამოვთქვავთ, რომ თქვენი დისშვილის შემთხვევაში ყველაფერი კარგად იქნება.
ზოგადად, პაციენტები უბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ რითმს და ნაწლავთა ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, ცვლილებებს მხოლოდ კვების პრინციპები განიცდის.
უმჯობესია ამ საკითხთან დაკავშირებით, გაესაუბროთ ბავშვის მკურნალ ექიმს, სამწუხაროდ ალტერნატიული აზრის მოსასმენად ჩვენს კლინიკას ვერ შემოგთავაზებთ, რადგან „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა მყავს დისშვილი რომელიც ნაწლავის ატრეზიით დაიბადა ჩაუტარდა სამი ოპერაცია იაშვილის სახელობის კლინიკაში,ბავშვი დღემდე იტანჯება ,მუდმივად საჭიროებს საფენს ვერიკავებს განავალს.აქვს მუდმივად აშლილობა.რაგზას მივმართოთ გთხოვთ დაგვაკვალიანოთ.ვის მივმართოთ რაგზას დავადგეთ.
პასუხი: