სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები

კითხვა: გამარჯობა.მაინტერესებს თქვენთან თუ ტარდება სქესობრივი გზით გადაამდები დაავადებებზე ანალიზი და რა ჯდება
პასუხი:

მოგესალმებით,
სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციათა რიცხვს მიეკუთვნება ისეთი ინფექციები, რომელიც გადაეცემა უპირატესად სქესობრივი კონტაქტით. ამჟამად ცნობილია 30-ზე მეტი ინფექცია, მათ შორის ყველაზე მეტადაა გავრცელებული ტრიქომონიაზი, ქლამიდიოზი, ათაშანგი (სიფილისი), გონორეა, ჰერპესი ( herpes simplexs virus HSV II ) , B – C ჰეპატიტი და შიდსი.
რაც შეეხება ლაბორატორიულ კვლევებს, მოგახსენებთ, რომ დიახ, შეგიძლიათ ჩაიტაროთ კვლევები ჩვენს კლინიკაში.
თუმცა, ყველა კვლევის ღირებულებაზე პასუხის გაცემა, დისტანციურად შეუძლებელია.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, გაიაროთ გინეკოლოგთან უფასო კონსულტაცია, რომელიც დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს.
გაცნობებთ, რომ გინეკოლოგთან უფასო კონსულტაცია ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა