სპონტანური აბორტი

კითხვა: გამარჯობა.ყველა გამოკვლევა და ანალიზი ჩატარებული მაქვს.მაგრამ მაინც ორსულობა 6 კვირისას ჩერდება .ექიმები არაფერს მეუბნებიან თუ რა შეიძლება იყოს მიზეზი.ან როგორ მოვიქცე რომ ორსულობა არ შეწყდეს.წინასწარ მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
სპონტანური ანუ თავისთავადი აბორტი – სამეანო პათოლოგიის ერთ-ერთი საკმაოდ გავრცელებული სახეა . მისი სიხშირე შეადგენს ორსულობის საერთო რიცხვის 2 – 8%-ს. ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის დროს ორგანიზმი არ არის მზად და ირღვევა ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციონირება – ჰიპოფიზის, საკვერცხეების და ა.შ. ეს კი განაპირობებს მომავალი ორსულობის დროს არაადექვატურ უზრუნველყოფას ენდოკრინული სისტემის მხრიდან. უხშირესად ეს გამოიხატება ყვითელი სხეულის ჰორმონის – პროგესტერონის უკმარისობით. შედეგად ორსულობა წყდება პირველ ტრიმესტრშივე. ამ გართულების თავიდან ასაცილებლად საკმარისია სასქესო ჰორმონთა გამოკვლევები და საჭირო კორექციების შეტანა. სპონტანური აბორტის შემდეგ, სასურველია შემდგომი ორსულობა დაგეგმოთ თქვენი მეან–გინეკოლოგის რეკომენდაციით.
ალერნატიული აზრის მოსასმენად, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ სადაც არის ძალიან თბილი გარემო და გვყავს მაღალკვალიფიციური ექიმები.
გინეკოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეები კი, ტარდება ყოველ სამშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით საკონტაქტო ნომერზე 577 05 99 00.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა