კითხვა: გამარჯობა, ვარ 41 წლის მაინტერესებს რა პრობლემა შეიძლება იყოს როდესაც თვეში ორჯერ მენსტრუაცია მქონდეს ჭარბი რაოდენობით მაგალითად თვის ხუთ რიცხვში მქონდა და შემდეგ 20 რიცხვში, არასდროს მსგავსი შემთხვევა არ მქონია და არც ციკლის დარღვევა არ მქონია.გმადლობ წინასწარ და იქნებ მირჩიოთ მივაკითხო თუ არა ექიმს
პასუხი:

მოგესალმებით,

არსებობს მენსტრუალური ციკლის დარღვევის სხვადასხვა ტიპი, თქვენს შემთხვევაში საქმე გვაქვს ჭარბ მენსტრუაციასთან – მენორაგიასთან.

მენსტრუალური ციკლის დარღვევის მიზეზი შესაძლოა იყოს ავიტამინოზი, ხშირი დიეტა, ჰორმონული დარღვევა, ფსიქიკური ტრავმა, ინფექციური დაავადება, გინეკოლოგიური ჩარევა, ღვიძლის დაავადება, სიმსუქნე, საშვილოსნოს არასწორი მდებარეობა, ე.წ. სპირალი, სისხლძარღვთა დაავადებები, არანაკლებ როლს ასრულებს გენეტიკური განწყობაც.

რეპროდუქციულ, პრე და პოსტმენოპაუზურ ასაკში მოქმედებს როგორც საერთო, ის განსხვავებული პათოფიზიოლოგიური მექანიზმები, შესაბამისად, განსხვავებულია დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მენეჯმენტიც.

დისტანციურად ზუსტი პასუხის გაცემა რთულია, რადგან უნდა გამოირიცხოს საშვილოსნოს სტრუქტურული პათოლოგიები და ენდომეტრიუმის ატიპური ჰიპერპლაზია, დადგინდეს გამომწვევი ფაქტორი, საჭიროა ენდომეტრიუმის ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევის მონაცემები.

ამიტომ, კლინიკის აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ სრულ გინეკოლოგიურ კვლევაზე ფასდაკლებას, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/26396/chaitaret-sruli-ginekologiuri--gamokvleva-191-laris-nacvlad-75-larad

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად,  დაგვიკავშირდით  საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა