მოგესალმებით,
ორსულობის დროს ქალის ორგანიზმში მიმდინარეობს გარკვეული ფიზიოლოგიური ძვრები იმუნურ სისტემასა და ჰორმონულ სპექტრში, რაც არის სოკოვანი დაავადების ხელშემწყობი და ძირიდათად ორსულობის დროს არ უქმნის საფრთხეს ნაყოფის ჯანმრთელობას, იშვიათი გამონაკლისის გარდა, მაგრამ ახალშობილის დაინფიცირება ხდება სამშობიარო გზების გავლის დროს. შედეგად ვითარდება ლორწოვანი გარსების სპეციფიური ანთება.
მიმდინარე ორსულობის დროს საჭიროა პირადი ჰიგიენისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა,
სოკოვანი ინფექციის დროს თქვენ მიერ აღნიშნული სინაფლანი, სოკოს საწინააღმდეგოდ არ გამოიყენება,სინაფლანის მალამოს დანიშვნის ჩვენებაა - კანის ადგილობრივი ანთებითი დაავადებები, სინაფლანი უკუნაჩვენებია კანის სოკოვანი და ვირუსული დაავადებების დროს.
ამიტომ თავი შეიკავეთ თვითმკურნალობისაგან და მიმართეთ დერმატოლოგს.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა ვარ 33 კვირის ორსული, დაახლოებით ორ თვეზე მეტია მაქვს სოკოვანი გამონაყარი ტანზე და ქავილი, ასევე მარჯვენა ხელის ნეკა თითზე და ფეხის თითები მექერცლება და მექავება, არის პერიოდი გადაივლის შემდეგ ისევ იწყება თავიდან, ვისვამ მხოლიდ სინაფლანის მალამოს, ხომარარი ნაყოფისთვის საშიში ან ხომარ გადაედება გთხოვთ მიპასუხოთ ამომწურავად
პასუხი: