კითხვა: მაინტერესებს თუ შესაძლებელია მენსტრუაცია ჩვეულებრივ მიმდინარეობდეს და ამ დროს ორსულობაც იყოს ან რა ღირს ეხოსკოპია რო დავადგინო ზუსტად
პასუხი:
მოგესალმებით,
ზოგადად, ორსულობის დროს განვითარებული სისხლიანი გამონადენი, არც ერთ შემთხვევაში არ ჯდება ფიზიოლოგიურ ფარგლებში.
ასეთ დროს საჭიროა დაუყოვნებლივ კონსულტაცია ექიმთან და უფრო ეფექტური ჩარევა, რადგან სისხლიანი გამონადენი ორსულობის პათოლოგიის დაწყების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გამოვლინებაა.
ორსულობის დიაგნოსტიკა შესაძლებელია ასევე, ვენურ სისხლში, ორსულობის ჰორმონის, ქორიონული გონადოტროპინის განსაზღვრით, სავარაუდო ჩასახვიდან ერთი კვირის შემდეგ.
რაც შეეხება ექოსკოპიას, მისი ღირებულებაა 50 ლარი.
დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგვიძლიათ დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !