კითხვა: გამარჯობათ. გთხოვთ მიპასუხოთ და წინასწარ მადლობა. ვარ 3 თვის გათხოვილი, ციკლი მაქვს წესრიგში ყოველ თვე მომდის 2-3-4 დღით ადრე. ბოლო ციკლი მქონდა გასული თვის 21 ში 25 ში დავამთავრე.დაახლოებით 3-4 დღის შემდეგ მქონდა ტკივილი მუცლის ქვემოთ მოვლითი და საღამოს მოყავისფერო მცირედი ერთჯერადი გამონადენი,ესეთი ტკივილი მქონდა კიდევ ორი დღე და მის მერე აღარ მტკივა,იდნავ იშვიათად გამკ რავს ხოლმე ტემპერატურა გამონადენის დღიდან დღემდე მაქვს 37/37.1/37.2/37.3/37.4 ! ორი დღის წინ ისე ამტკივდა თავი ვეღარ ვდგებოდი წნევა ცხოვრებაში არ მქონია და მაღალი მქონდა.დღეს კი თავბრუ დამეხვა რომ აბდექი ორჯერ და წნევა მქონდა დაბალი.ფოლის მჟავას ვიღებ 25 დღეა.ციკლის მოსვლის დღე 21 ია.ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ ამ სიმპტომებიდან გამომდინარე თუ შეიძლება ორსულად ვიყო? ორსულობამ ასე ნაადრევად
და ეს სიმპტომები იცის? გელოდებით გთხოვთ მიპასუხოთ
პასუხი:
მოგესალმებით! თქვენი წერილიდან გამომდინარე , გაქვთ რამოდენიმე სახეობის ჩივილი. ციკლს ელოდებით 21 რიცხვში, ანუ ტესტს ორსულობაზეც ჯერჯერობით ვერ ჩაიტარებთ , ამიტომ ჩვენი რჩევა იქნება მიბრძანდეთ გინეკოლოგთან. თუ ჯერ არ გყავთ არჩეული , მაშინ მობრძანდით ჩვენს კლინიკაში და გაიარეთ კონსულტაცია გინეკოლოგთან. რომელიც დაგინიშნავთ შესაბამის კვლევებს და მკურნალობას , თუ ეს იქნება აუცილებელი. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 577 119 119 ან 202 25 25 . გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას !