მოგესალმებით!
სისხლძარღვოვანი პათოლოგიები მთელ მსოფლიოში გლობალურ პრობლემად არის მიჩნეული.
უმთავრესად გავრცელებულია პერიფერიული სისხლძარღვოვანი პათოლოგიები, რომლებიც არ მოიცავს გულისა და თავის ტვინის სისხლძარღვებს. ისინი ვენებისა და არტერიების დაავადებებად იყოფა.
ქვედა კიდურების ვენებიდან გულისკენ სისხლის დენას განაპირობებს ვენებში არსებული სარქველები, რომლებიც მხოლოდ ერთი მიმართულებით იღება, სისხლს მაღლა ატყორცნის და მის უკუდენას ეწინააღმდეგება. ვენური დაავადების განვითარების მეორე მიზეზი სწორედ სარქველთა ფუნქციის მოშლაა: სარქველები მჭიდროდ ვეღარ იხურება და მათში უკუმიმართულებით ჟონავს სისხლი, რაც უფრო მეტად აფართოებს მოდუნებულ ვენას. ამის შედეგად წარმოიშობა ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა სიმძიმის შეგრძნება და შეშუპება დატვირთვის შემდეგ, დღის ბოლოს, რომელიც უფრო მეტად წელიწადის ცხელ თვეებში იჩენს თავს.
აქვე უნდა ვახსენოთ კიდევ ორი პათოლოგიური მექანიზმი, რომლებიც ასევე უწყობს ხელს ვენური დაავადების ჩამოყალიბებას. ესენია ლიმფის დრენაჟის გაუარესება და მიკროცირკულაციური პროცესების მოშლა. ეს უკანასკნელი, დიდ როლს ასრულებს სარქვლოვანი აპარატის ფუნქციის მოშლაშიც.
დისტანციურად, დიაგნოსტირება რთულია, პირველ რიგში, საჭიროა სისხლძარღვების დოპლერი , ხოლო შემდგომ შეიძლება ასევე საჭირო იყოს მცირე მენჯის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიაც.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ანგიოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც უშუალო ვიზიტისას დასვამს დიაგნოზს და დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
ანგიოლოგთან უფასო კონსულტაციები მიმდინარეობს ყოველ ორშაბათს.
გაცნობებთ, რომ წინასწარ ჩაწერა აუცილებელია ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: 4 წლის წინ გავიკეთე ოპერაცია .საშვილოსნოს ყელზე აღმომაჩნდა ავთვისებიანი სიმსივნე პირველი სტადია.ამოჭრილი მაქვს საშვილოსნო საკვერცხეები და ლიმფური კვანძები .გავიკეთე 5 მონო ქიმია და 25 სხივი .ოპერაციის შემდეგ მაწუხებს მარცხენა ფეხი მიმძიმდება მისივდება და იფოთლება ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ვეღარ ვერევი.ხომ ვერ მეტყვით რისი ბრალი უნდა იყოს ? .მადლობთ.
პასუხი: