სიმაღლეში ზრდის პრობლემა

კითხვა: მყავს 19 ბიჭი მისი სიმაღლეა 1.56 შესაძლებელია თუ არა რომ კიდევ გაიზარდოს სიმაგლეში? და რას მირჩევთ?
პასუხი:

მოგესალმებით ! ადამიანის სიმაღლეზე მოქმედებს როგორც გენეტიკა ასევე გარემო ფაქტორები. სულიერად ნუ გატყდებით რადგან არავინ იცის რა სიმაღლის გაიზრდება მისი ფიზიკური სიმწიფის (23-26 წლის ასაკამდე) დასრულებამდე. თავი აარიდეთ ისეთ გარემო მოვლენებს, რომლებმაც შეიძლება სიმაღლეში ზრდა შეაფერხონ.

ნარკოტიკების და ალკოჰოლის მიღება ახალგაზრდობის პერიოდში შეიძლება გახდეს მიზეზი სიმაღლეში ზრდის შეჩერებისა, პლიუს ამას არასწორი კვება და სტეროიდები აფერხებს სიმაღლეში ზრდას.
აუცილებელია სწორი და ჯანსაღი კვება, რთულია დისტანციურად გაგცეთ პასუხი და დაგინიშნოთ შესაბამისი ინდივიდუალური რეკომენდაცია. შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა