სიმაღლეში ზრდა

კითხვა: გამარჯობა, ვარ 21 წლის და მაქვს კომპლექსი ვარ ტანით დაბალი მაინტერესებს რაიმე ქირურგიული ჩარევის შემდეგ თუ მოხდება სიმაღლეში მომატება რამდენი სანტიმეტრით და რა ჯდება თანხა. დიდი მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით, 

მსგავსი შეკითხვით, ბევრი პაციენტი მოგვმართავს, ამიტომ გიპასუხებთ ანალოგიურად, რომ ადამიანის სიმაღლეზე მოქმედებს როგორც გენეტიკა, ისე  გარემო ფაქტორები.

სულიერად არ უნდა  გატყდეთ, რადგან პიროვნების სიმაღლე ,მისი ფიზიკური სიმაღლით არ იზომება .

გადა ამისა ,ადამიანის სხეულის ზრდა მისი სიმწიფის (23-26 წელი ) დასრულებამდე გრძელდება .

თავი აარიდეთ ისეთ გარემო მოვლენებს, რომლებმაც შეიძლება სიმაღლეში ზრდა შეაფერხონ.აუცილებელია სწორი და ჯანსაღი კვება.

რაც შეეხება ოპერაციას, ჩვენს კლინიკაში ამ ტიპის მომსახურებით ვერ ისარგებლებთ, თუმცა ცხადია არსებობს სიმაღლეში ზრდის სხვადასხვა მეთოდი, მაგალითად კიდურების დაგრძელება ოპერაციული მეთოდით.

თუმცა ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მიდგომა ინდივიდუალურია  და დამოკიდებულია ასაკზე, კონსტიტუციურ ტიპზე, ჯანმრთელობის სხვადასხვა ასპექტზე.

გირჩევთ, თავდაპირველად რჩევისათვის მიმართოთ ენდოკრინოლოგს.

შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც მოგცემთ სათანადო რჩევა–დარიგებას.

თუ საჭირო გახდება ფარისებური ჯირკვლის ფუნქციათა კვლევა, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31342/gamoikvliet-farisebri-jirkvali-ultratanamedrove-aparatit-mkholod-49-larad-

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა