შუილი ყურებში - ნევროლოგია

კითხვა: ვარ 52წლის. მაქვს ყურებში შუილი და მარჯვენა ყურში სმენა ნაკლები. თავის ბრუალი ზოგჯერ მეხსიერებასაც ვუჩივი რა შეძლება იყოს?
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. ყურებში ხმაურს ხშირად უჩივიან 40 წელს გადაცილებულები, მათი უმეტესობა კი მამაკაცია.
ყურებში ხმაურის მიზეზი შეიძლება იყოს: ყურის ანთება, გოგირდოვანი საცობი, უცხო სხეული სასმენ მილში, სასმენი ნერვის დაზიანება, ასაკობრივი ცვლილებები, გარდა ამისა, ყურებში ხმაური შეიძლება გამოიწვიოს თავის ტრავმამ, თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზმა, კისრის მალების ოსტეოქონდროზმა, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევამ და სხვა.
იქიდან გამომდინარე, რომ თავად აღნიშნავთ მარჯვენა ყურში სმენის დაქვეითებას, სასურველია გამოირიცხოს ოტო–რინო–ლარინგოლოგიური პათოლოგიები.
ამ მიზნით შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში აღნიშნულ სპეციალისტთან, სადაც დათვალიერდება სასმენი არხი ინსტრუმენტულად, გამოირიცხება ან დადასტურდება პათოლოგია და დაგენიშნებათ მკურნალობა.
შესაძლებელია მკურნალობაში ჩაერთოს ნევროლოგიც.
თუ გამოიკვეთება, ბრაქიოცეფალური სისხლძარღვების დოპლერის საჭიროება, შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31356/tavis-tvinis-magistraluri-siskhldzarghvebis-gamokvleva-da-nevrologis-konsultacia-50-larad-- 

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:    https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/20 


სხვა დეტალების დასაზუსტებლად და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა