შუილი ყურებში

კითხვა: გამარჯობათ! ვარ 32 წლის მარცხენა ყურში ხშირად მაქვს "შუილები",თუ შეგიძლიათ მითხრათ რა იწვევს...?
პასუხი:

გამარჯობა! ყურებში ხმაურს ახალგაზრდებზე ხშირად უჩივიან 40 წელს გადაცილებულები, კიდევ უფრო ხშირად - 70 წელს გადაცილებულები. პაციენტები უმთავრესად მამაკაცები არიან. ყურებში ხმაურის მიზეზი შეიძლება იყოს: ყურის ანთება; გოგირდოვანი საცობი; უცხო სხეული სასმენ მილში; სასმენი ნერვის დაზიანება; ასაკობრივი ცვლილებები; გარდა ამისა, ყურებში ხმაური შეიძლება გამოიწვიოს თავის ტრავმამ, თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზმა, კისრის მალების ოსტეოქონდროზმა; თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევამ და სხვა. ყურში წყლის ყურყურის შეგრძნების მიზეზია სითხის არსებობა დაფის ღრუში. ეს შეიძლება იყოს ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების ანთებისა და ტრავმის შედეგი ან ბანაობის შემდეგ ყურში დარჩენილი წყალი. ყურებში შუილის  მიზეზი ასევე შეიძლება იყოს შუა ყურის მწვავე ანთება, სასმენი ნერვის დაზიანება; ყურის ტრავმა; უცხო სხეული სასმენ მილში; ხმაურის შეგრძნება შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლმა, კოფეინმა, ზოგიერთმა მედიკამენტმა, ტყვიით, დარიშხანით, ვერცხლისწყლით ინტოქსიკაციამ (მოწამვლამ), არტერიული წნევის მომატებამ, ათეროსკლეროზმა, ალერგიამ, ანემიამ, თირეოტოქსიკოზმა, ცხელებამ, ნევროზმა და სხვა პათოლოგიებმა.თქვენი ასაკიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით,რომ რაიმე სხვა დამატებით სიმპტომებს არ აღწერთ და შესაბამისად  ,ვფიქრობთ ,ზოგადად ჯანმრთელი შეიძლება იყოთ,პირველ რიგში გამოსარიცხია ყურში გოგირდის საცობის არსებობა .ამის გასარკვევად და ასევე ყურის სხვა დაავადებების შესაძლო არსებობის გამოსარიცხად ,აჯობებს მობრძანდეთ ყელ–ყურის სპეციალისტთან და ჩაიტაროთ კონსულტაცია .გმადლობთ ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით ,გისურვებთ ჯანმრთელობას ! 

გამოაგზავნეთ შეკითხვა