კითხვა: მაქვს მაღალი პროლაქტინი 170 ვმკურნალობ და 48 ქვემოთ არ ჩამოვიდა.მაქვს მიკროადენომა მცირე ზომის.არ მაქვს ციკლი საერთოდ. ფარისებრის მხრივ ყველაფერი მწყობრში მაქვს.ბოლო 4 თვეა ვსივდები სახეზე.და მუცლის გარშემო პერიოდულად. რამოდენიმე დღე შევფუვდები ისევ ჩავცხრები. ვარ ამჟამად იტალიაში და ვმკურნალობ ადგილობრივ ენდოკრინოლოგთან. თუმცა შეფუების მიზეზი ვერ დამიდგინა.იქნებ მირჩიოთ რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს შეფუვება სხეულზე.ამ დროს ვგრძნობ სხეულში სიმძიმეს.რა გამოკვლევები უნდა ჩავიტარო ან რა მიზეზით მემართება ასე.
პასუხი:

მოგესალმებით,
შეშუპების გამომწვევი მნიშვნელოვანი ფაქტორებია სისხლში ცილა ალბუმინის შემცველობის დაქვეითება განსაზღვრულ დონეზე (კერძოდ, 55გ/ლ-ზე) მეტად.
შეშუპებას საფუძვლად შეიძლება დაედოს:

  • კაპილართა კედლების დაზიანება;
  • კაპილართა კედლების განვლადობის ზრდა;
  • სისხლის მიმოქცევის სისტემაში წნევის მატება;
  • ვენური ან ლიმფური ნაკადის ბლოკირება ზეწოლის გამო.

შეშუპება ადგილობრივიც შეიძლება იყოს და ზოგადიც. სახის შეშუპება ზოგჯერ ადგილობრივი ფაქტორებით არის გამოწვეული, ზოგჯერ კი ზოგადი დაავადებების გამოვლინებას წარმოადგენს.
სახის შეშუპების ზოგად მიზეზთაგან, უპირველეს ყოვლისა, თირკმლის დაავადებები უნდა დავასახელოთ. ამ დროს შეშუპება უპირატესად სახეზე, ზემოთა ქუთუთოების არეში აღინიშნება.
თუმცა თირკმლის დაავადებათა დროს, შეშუპებებს თან ახლავს სხვა მნიშვნელოვანი სიმპტომები:

  • არტერიული წნევის მომატება;
  • შარდში ცილისა და ერითროციტების არსებობა;
  • შარდის ფერის ცვლილება.

გირჩევთ, მიმართოთ ნეფროლოგს, რომელიც ობიექტური შეფასების შემდეგ დაგინიშნავთ კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს და დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ მოგცემთ შესაბამის მითითებებს.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა