რეინოს სინდრომი - ანგიოლოგია

კითხვა: რეინოს დაავადება მჭირს და მკურნალობის დაწყებას ვაპირებ. მაინტერესებს თქვენს კლინიკაში თუ ხდება ამ დაავადების მკურნალობა და რა თანხებია საჭირო პირველ ეტაპზე და რას მოიცავს პირველი ეტაპი? გთხოვთ დამიკავშირდეთ მობილურზე ან მომწერეთ ემაილზე
პასუხი:

მოგესალმებით,
რეინოს სინდრომი სისხლძარღვთა სპაზმით მიმდინარე პათოლოგიაა, რომელსაც უპირატესად წვრილი ტერმინალური არტერიებისა და არტერიოლების დაზიანება ახასიათებს. იგი ვლინდება შეტევითი ხასიათის თითების გაფითრებითა და ციანოზით.
რეინოს დაავადების მკურნალობა არის კონსერვატიული, ხოლო მისი უეფექტობის დროს საჭიროა დამატებითი კვლევები ჰელიკობაქტერიის არსებობის დასადგენად. დადებითი შედეგის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ამ ბაქტერიის საწინააღმდეგო თერაპია.
იქიდან გამომდინარე, რომ არ ვფლობთ ინფორმაციას, თქვენი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შესახებ და დასაზუსტებელია კიდევ ბევრი ნიუანსი, რაც შესაბანისი სპეციალისტის პრეროგატივაა, მკურნალობის ღირებულებას ვერ მოგახსენებთ.
შემოგთავაზებთ, კლინიკის აქციას, რომლის ფარგლებშიც შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენთან და გაიაროთ უფასო კონსულტაცია ანგიოლოგთან ორშაბათს ან სამშაბათს.
ვიზიტისას ექიმი შეკრებს სრულ ანამნეზს, დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს და თავად მოგაწვდით ინფორმაციას, თქვენთვის საინტერესო ყველა საკითხზე.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/21 


გაცნობებთ, რომ აუცილებელია კონსულტაციაზე წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 19 ან 2 02 25 25 .
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა