შებერილობა, დიარეა

კითხვა: უკვე დიდი ხანია მუცლის ზედა ნაწილში მაქვს შებერილობა,ხანდახან დაგროვილი ჰაერი აწვება სხვადასხვა ორგანოს - გულს,ყელს ან თავს.როცა ეს ჰაერის ნაკადი თავს აწვება,მგონია უნდა დავარდე,თითქოს სხეული მიდამბლავდება.ასევე უმიზეზოდ მაქვს დიარეა.მივმართე ექიმებს,მიწერენ წამლებს,რომელიც არანაირ შვებას არ მგვრის.უკვე წლებია ვიტანჯები,მკურნალობას შედეგი არ აქვს.ვის უნდა მივმართო აღარ ვიცი.ხომ არ მირჩევთ რა გავაკეთო?
პასუხი:

მოგესალმებით, 

მეტეორიზმი საკვების მონელების დარღვევის გამო, ნაწლავებში აირების დაგროვებაა, რაც ზოგჯერ ჯანმრთელ ადამიანებსაც აწუხებთ, თუმცა უმეტესად საჭმლის მომნელებელი სისტემის სერიოზული დაავადების სიმპტომს წარმოადგენს.

მუცლის შებერილობა ზოგჯერ წყლულოვან დაავადებას, გასტრიტს, დუოდენიტს, ნაწლავების ანთებით დაავადებებს, ღვიძლისა და სანაღვლე გზების პათოლოგიებს, კუჭ-ნაწლავის ონკოლოგიურ დაავადებებს ახლავს თან.

მუცლის შებერილობის კიდევ ერთი მიზეზია დისპეფსია( მუცლის არეში დისკომფორტი, მუცლის შებერილობა, სწრაფად დანაყრებისა და კუჭის სისავსის შეგრძნება), რომელიც შეიძლება შფოთვით და დეპრესიითაც იყოს გამოწვეული.

დიარეა, იგივე ფაღარათი, ხალხში კუჭის აშლილობასაც რომ ეძახიან, არის დღე-ღამეში სამი ან მეტი დეფეკაცია (ნაწლავების მოქმედება) თხიერი ან ფაფისებრი განავლით.

დიარეის დროს არა იმდენად კუჭის, რამდენადაც ნაწლავთა ფუნქციის დარღვევასთან გვაქვს საქმე. შედეგად იზრდება ნაწლავთა მოქმედების სიხშირე, დღე–ღამური განავლის საერთო მოცულობა და მისი წყლიანობა.

დიარეას ინფექციური და არაინფექციური ფაქტორები იწვევს. ინფექციური გამომწვევებია:

● ბაქტერიები – სალმონელა, შიგელა და სხვა;

● ვირუსები – კერძოდ, ენტეროვირუსები (როტავირუსი, ადენოვირუსი )

არაინფექციური გამომწვევებია :

● კვებითი ალერგენები;

● მედიკამენტები (მათ შორის – მეტრონიდაზოლი, დალაცინი);

● თირეოტოქსიკოზი;

● ზოგიერთი ნივთიერების (ლაქტოზა) აუტანლობა და ა.შ.

მობრძანდით  ჩვენს კლინიკაში  გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, სადაც ექიმი–სპეციალისტი, ანამნეზის შეკრებისა და მდგომარეობის ობიექტური შეფასების შემდეგ, დაგინიშნავთ საჭირო–კლინიკურ ლაბორატორიულ კვლევებს, დასვამს დიაგნოზს და  აუცილებლად დაგეხმარებათ გამოჯანმრთელებაში.

ასევე, სავარაუდოდ საჭირო იქნება გასტროსკოპიული კვლევა, რომელზეც  კლინიკის აქციის ფარგლებში გვაქვს ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31412/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად  დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა