მოგესალმებით, რთულია დისტანციურად გიპასუხოთ, თუმცა მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას და შევეცდებით დაგეხმაროთ. სებორეა კანის საკმაოდ გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც ირღვევა ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქცია. ამ დროს კანი შეცვლილი ქიმიური შემადგენლობის ცხიმის გაძლიერებულ გამოყოფას იწყებს. მისი გამომწვევი, უშუალო მიზეზი უცნობია. სებორეა შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ადგილას, სადაც ცხიმოვანი ჯირკვლებია განლაგებული, მაგრამ უმეტესად ღია უბნებზე იჩენს თავს. ესენია შუბლი, ცხვირი, ნიკაპი და დეკოლტეს მიდამო (ზურგისა და მკერდის ცენტრალური ნაწილები). სწორედ აქ არის ყველაზე მეტი ცხიმოვანი ჯირკვალი. თქვენ აღნიშნეთ, რომ " კანი მუქდება 2 ტონით", ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს ცხიმოვანი ჯირკვლების ფორების გაფართოებით, არცთუ იშვიათად დაცობილი მუქი საცობებით (შავი ფერიმჭამელა). კანი გასქელებულია, იღებს ჭუჭყიან-მორუხო შეფერილობას, აქერცვლის ფიზიოლოგიური პროცესიც ასრულებს თავდაცვით როლს - მიკროორგანიზმებს აცილებს კანის ზედაპირს და "უბრუნდება თავის ფერს". რაც შეეხება ხელების სილურჯეს, ვერ დაგიზუსტებთ რომ თქვენს შემთხვევაში თერაპიითაა გამოწვეული, გალურჯება სისხლის მიმოქცევის დარღვევის ნიშანია. სამწუხაროდ არ ვიცით რა ფიზიოპროცედურებს უტარებდნენ თქვენს ვაჟიშვილს (არსებობს მათი მრავალსახეობა) და შესაბამისად ,ვერ ვიმსჯელებთ ამ პროცედურების შესაძლო გვერდით ეფექტებზე .გირჩევთ, პირველ რიგში გაიაროთ კონსულტაცია დერმატოლოგთან, რომელიც ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და დაგინიშნავთ აპრობირებულ და გაიდლაინებით დასაბუთებულ მკურნალობას .გაცნობებთ, რომ ჩვენს კლინიკაში, ამ ეტაპზე, დერმატოლოგი არ გვყავს. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობათ.. დიდი იმედი მაქვს ,რომ მივიღებ კომპეტენტურ პასუხს.. მყავს 24 წლის ბიჭი დაეწყი 18 წლის ასაკში თმის ცვენა , და ცხიმიანობა მითხრეს სებორეა, შემდეგ სამწუხაროდ აღმოვჩნდით სარლატანის ხელში მივედლით ექიმტან რომელმაც ჩაუტარა ფიზიო პროცედურები .. ამის შემდეგ ბავშვს დაეწყო ასეთი სიმპტომები,ხან გაწითლდება არანორმალურად , ხან ისევ ტავის ფერზეა ,ხან ცაუმუქდება კანი დ აახლოებით 2 ტონით მუქი ხდება ვიდრე იყო.. ხომ ვერ მიმანისნებთ ვის უნდა მივმარტო ...ან რისი ბრალი შეიძლება იყოს.. ხო ომ პერიოდში დავაკვირდი პროცედურის მერე ხელები ულურჯდებოდა , და ეს რომ სევამცნიე კი დავანებეთ ტავი , მაგრამ ახლა აღარ ულურჯდება მაგრამ ეს ხან გაწითლება და ხან გამუქება გვაქვს... მადლობა დიდი წენასწაარ..
პასუხი: