მოგესალმებით,
ამ შეკითხვით ბევრი პაციენტი მოგვმართავს, ამიტომ, მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას.
საყლაპავი მილი გულმკერდის ღრუდან მუცლის ღრუში სწორედ დიაფრაგმაში არსებული ხვრელის მეშვეობით გადადის. ნორმალური ხვრელი ვიწროა. მისი გაფართოებისას, რაც სხვადასხვა ფაქტორის ბრალია, საყლაპავის ის მონაკვეთი, რომელიც მუცლის ღრუში უნდა ჩადიოდეს ან კუჭის ნაწილი, გულმკერდის ღრუსკენ გადაინაცვლებს.
საყლაპავის თიაქრის მკურნალობა შესაძლებელია, როგორც მედიკამენტურად, ისე ქირურგიული ჩარევითაც.
დისტანციურად პასუხის გაცემა არაკორექტულია, საჭიროა განისაზღვროს თიაქრის ხარისხი, აქედან გამომდინარე, უმჯობესია მობრძანდეთ კლინიკაში ქირურგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, დაგეგმავს მკურნალობის მეთოდს, ხოლო თუ საჭირო იქნება ოპერაციული მკურნალობა, მოგაწვდით ინფორმაციას ღირებულებასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება შედეგს, ინდივიდუალურია და დამოკიდებულია, რამდენად მიჰყვება და გაითვალისწინებს პაციენტი, მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს და დაასრულებს მკურნალობის კურსს.
მოგახსენებთ, რომ ჩვენს კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში ქირურგთან უფასო საკონსულტაციო დღეა ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა,მაქვს საყლაპავის თიაქარი თქვენთან თუ კეთდება ამ დაავადების ოპერაცია და რამდენად შედეგიანია.თუ კეთდება ოპერაციის სავარაუდო ღირებულება რა არის.მადლობა წინასწარ. პატივისცემით
პასუხი: