საყლაპავის თიაქარი

კითხვა: გამარჯობათ.ხანდახან ასეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ლუკმა მადგას გულზე და კიდევ საჭმლის ჭამის დროს ყბა მეღლება თითქოს ყბასაც მიკავებს რას მირჩევდით?
პასუხი:

მოგესალმებით! თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე, სავარაუდოთ საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქარია. ადამიანის გულმკერდისა და მუცლის ღრუებს ერთმანეთისგან დიაფრაგმა ყოფს. ეს არის დიდი კუნთი, რომელსაც გამყოფთან ერთად მეორე მნიშვნელოვანი ფუნქციაც აკისრია - მის შეკუმშვა-მოდუნებაზე ბევრად არის დამოკიდებული სუნთქვის პროცესი. ადამიანის საყლაპავი მილი გულმკერდის ღრუდან მუცლის ღრუში სწორედ დიაფრაგმაში არსებული ხვრელის მეშვეობით გადადის. ნორმალური ხვრელი ვიწროა. მისი გაფართოებისას, რაც სხვადასხვა ფაქტორის ბრალია, საყლაპავის ის მონაკვეთი, რომელიც მუცლის ღრუში უნდა ჩადიოდეს ან კუჭის ნაწილი, გულმკერდის ღრუსკენ გადაინაცვლებს. ასეთ დროს მოსალოდნელია:
• ძლიერი ტკივილი გულმკერდში;
• დისფაგია - ყლაპვის გაძნელება;
• ობსტრუქცია - საყლაპავის დახშობა.

შესაძლებელია იყოს, კორონარული არტერიების დაავადება, რომელიც წარმოადგენს მდგომარეობას როდესაც გულის არტერიებში სისხლის მიმოქცევა ირღვევა. მისი ზოგადი სიმპტომებია:
• ტკივილი ან დისკომფორტი მკერდის არეში
• მოჭერის, ზეწოლის მსგავსი შეგრძნება მკერდში
• ტკივილი ირადირებს (გადაეცემა) მარცხენა მხარში, ხელში, ნიკაპში, ყბაში და ან ზურგში.
• გულძმარვის მსგავსი შეგრძნება.
• ქოშნი.
• ოფლიანობა
ასევე შესაძლებელია იყოს, საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარის პათოლოგია, რომელიც ეხმარება ძვლებს სრიალში. ძვლების დაკავშირების ადგილას არის ხრტილი და პატარა დისკი, რის გამოც მოძრაობა გლუვია.
საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პათოლოგიის ნიშნები და სიმპტომებია:
· ყბის ტკივილი ან მგრძნობელობის მომატება;
· ტკივილი ყურის შიგნით ან გარშემო;
· ყლაპვის გაძნელება ან დისკომფორტი ყლაპვისას;
· სახის ტკივილი;
· ყბის გაჭედვა, რაც აძნელებს პირის გაღებას და დაკეტვას.
ჩვენი რჩევა იქნება მიმართოთ ყბა–სახის ქირურგს, ზოგად ქირურგსა და კარდიოლოგს, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში შეგვიძლია შემოგთავაზოთ აღნიშნულ ექიმებთან უფასო კონსულტაცია, ყბა–სახის ქირურგისა და ზოგადი ქირურგის კონსულტაცია ხუთშაბათს, გაცნობებთ რომ აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა